"სოლუმ დეველოპმენტი" აქტიურად განიხილავს შესაძლებლობას, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან ღია და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისათვის, სადაც ინვესტორებისგან მიღებული ფინანსური რესურსით შევისყიდით ქალაქ თბილისში პერსპექტიული მიწის ნაკვეთებს, შემდგომ ეტაპზე კომპანია საკუთარი რესურსით შეძენილ მიწის ნაკვეთებზე განახორციელებს:
- კვლევით და საპროექტო სამუშაოებს;
- მშენებლობის ნებართვის მოპოვებას;
- მშენებლობის წარმართვას.
ინვესტორის ინტერესების დაცვის მიზნით შესაძლებელია:
- ინვესტორი დარეგისტრირდეს მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ;
- პროექტის დასრულების შემდგომ ინვესტორი სრულად მიიღებს ინვესტირებულ თანხას მასზედ დარიცხულ სარგებელთან ერთად;
- ინვესტორის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისაღები სარგებლის ნაწილის აშენებული ფართებით დაკმაყოფილება შეღავათიანი/ფიქსირებული ფასით.
თბილისში მრავალსაცხოვრებლიანი პროექტების რეალიზაცია უძრავი ბაზრის განვითარების კვალობაზე მოითხოვს სოლიდურ ფინანსურ დანახარჯებს, რომლის ოდენობაც ცალკედ აღებულ მიწის ნაკვეთზე შეადგენს 1- დან 5 მილიონ დოლარამდე. ამავე დროს, რამდენიმე ინვესტორის/ინვესტორთა ჯგუფის დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია ფინანსური რესურსების გაერთიანება, რისკების გადანაწილება და ამ გზით შედარებით მსხვილ პროექტშიც მონაწილეობა.
საინვესტიციო პროექტის დროითი ჰორიზონტი შეადგენს 4 წელს. ინვესტორისთვის განკუთვნილი წლიური საპროგნოზო უკუგებაა (Return on Investment) 16.5%-დან ზევით.
მოცემულ თემაზე კითხვების არსებობის/ონლაინ შეხვედრის ორგანიზების მიზნით, გთხოვთ მოგვწეროთ [email protected] ან დაგეგმოთ ვიზიტი ჩვენს სათაო ოფისში - წერეთლის 117ა.