scroll down
popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ ოცნების ბინას💙
slider 0
1 / 2

Solum Development

ფონიჭალა - პროექტი, რომელიც იქმნება შენი უკეთესი მომავლისთვის

slider 1
2 / 2

გლდანი - ადგილი, სადაც ქალაქი შენს რიტმს ერგება

შეარჩიე შენი სახლი

412
1642

გარემო, რომელიც იქმნება თქვენთვის - აირჩიე გზა ნათელი, მყუდრო და მშვიდი საცხოვრებლისკენ

სოლუმის ისტორია

მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე აგებული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ახალ მიდგომას მდებარეობის, ფასთან ხელმისაწვდომობისა და ხარისხის მიმართ. ჩვენი პროექტები იქმნება იქ, სადაც არქიტექტურა, ეკომეგობრული გარემო და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის პერსპექტიული, ნათელი მომავლის შესაქმნელად.

ჩვენი

სოლუმის ისტორია

მისია

ჩვენი მთავარი მამოძრავებელია ხელმისაწვდომობა, მდგრადობა და ინოვაციურობა. ვქმნით სამშენებლო სტანდარტებს, სადაც არქიტექტურა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და დახვეწილი დიზაინი ერთმანეთს ემთხვევა ნათელი მომავლის ასაშენებლად.

მიზანი

ჩვენი მიზანია განვაგრძოთ განსაკუთრებული პროექტების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება მომხმარებლების მოლოდინებს. მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მიზნად ვისახავთ გავაფართოვოთ პროექტების პორტფელი, შევინარჩუნოთ ბაზარზე სანდოობა და გემსახუროთ, როგორც სანდო მეგზური თქვენი იდეალური სახლის პოვნისკენ.

ღირებულება

ჩვენი მთავარი ღირებულებაა მომხმარებლებს მივაწოდოთ ხელმისაწვდომი პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებას. 

მშენებლობის პროცესი

timeline 0 timeline 0 timeline 0 timeline 0 timeline 0 timeline 0 timeline 0 timeline 0
01
11 სექტემბერი -2026

მე-12 სართული

B ბლოკი - მიმდინარეობს მე-12 სართულის (+36.00 ნიშნული) იატაკის ფილის მოწყობის სამუშაოები. მე-10 სართულზე დასრულებულია გარე პერიმეტრის ბლოკების მოწყობა, ხოლო მე-9 სართულზე მიმდინარეობს ბინების შიდა ტიხრებისა და აივნების ბლოკების ამოყვანა;

C ბლოკი - მიმდინარეობს მე-7 სართულის (+20.50 ნიშნული) კოლონების და დიაფრამების ამოყვანის სამუშაოები. პარალელურად, მე-2 სართულზე ეწყობა გარე პერიმეტრის ბლოკები.

მე-12 სართული
timeline 1 timeline 1 timeline 1 timeline 1
02
29 აგვისტო -2026

მე-11 სართულის გადახურვა

B ბლოკი - მიმდინარეობს მე-11 სართულის (+36.00 ნიშნული) გადახურვის სამუშაოები. მე-9 სართულზე დასრულებულია გარე პერიმეტრის ბლოკების მოწყობა, ხოლო მე-8 სართულის ჩათვლით - ბინების შიდა ტიხრებისა და აივნების ბლოკების ამოყვანის სამუშაოები.

C ბლოკი - მიმდინარეობს მე-6 სართულის (+20.50 ნიშნული) ვერტიკალების მოწყობის სამუშაოები.

მე-11 სართულის გადახურვა
timeline 2 timeline 2 timeline 2 timeline 2 timeline 2
03
14 აგვისტო -2026

მე-11 სართულის კოლონები

B ბლოკი - მიმდინარეობს მე-11 სართულის (+32.90 ნიშნული) კოლონებისა და დიაფრაგმების მოწყობის სამუშაოები. ასევე დასრულებულია მე-9 სართულის გარე პერიმეტრზე ბლოკის წყობა. მე-8 სართულის ჩათვლით ბინების 90%-ში დასრულებულია შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები. პარალელურად, მე-8 სართულის ჩათვლით მიმდინარეობს აივნების ბლოკით ამოყვანის სამუშაოები;

C ბლოკი - მიმდინარეობს მე-6 სართულის (+20.50 ნიშნული) გადახურვის სამუშაოები.

მე-11 სართულის კოლონები
timeline 3 timeline 3 timeline 3 timeline 3
04
17 ივლისი -2026

მე-11 სართული

B ბლოკი - დასრულდა მე-11 სართულის (+32.90 ნიშნული) იატაკის ფილის მოწყობა. დასრულებულია მე-9 სართულის გარე პერიმეტრზე ბლოკის წყობა, ხოლო მე-8 სართულის ჩათვლით ბინების 90%-ში დასრულებულია შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები. პარალელურად, მე-5 სართულის ჩათვლით დასრულებულია აივნების ბლოკით ამოყვანა;

C ბლოკი - დასრულდა მე-6 სართულის (+17.40 ნიშნული) იატაკის ფილის მოწყობა.

მე-11 სართული