ახალი პროექტი ავჭალაში - რას გთავაზობთ "სოლუმ დეველოპმენტი" ?

დღეს ყველა ადამიანის თანამედროვე ცხოვრება დაჩქარებული ტემპით, ხმაურით და დაძაბულობით გამოირჩევა, მით უფრო ქალაქში, რომლის მოსახლეობა მილიონს აჭარბებს. შესაბამისად,  მნიშვნელოვანია ისეთი სივრცე, რომელიც სიმყუდროვითა და სასიამოვნო გარემოთი გამოირჩევა, სადაც თავს კომფორტულად, მშვიდად იგრძნობთ და ყოველგვარი ნეგატიური გავლენებისგან მაქსიმალურად დაცული იქნები. სწორად ამიტომ   "სოლუმ დეველოპმენტი"  ავჭალაში თქვენთვის ქმნის საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც სრულად მორგებულია თქვენ სურვილებსა და საჭიროებაზე. ეს არის თანამედროვე სტანდარტის საცხოვრებელ კომპლექსი, რომელიც მოიცავს 3 კორპუსს:

A ბლოკი - 8 სართული;

B ბლოკი - 8 სართული;

C ბლოკი - 4 სართული.

სოლუმი ავჭალა

ჩვენთვის ხარისხთან ერთად, მომხმარებელი და მასზე ზრუნვა პრიორიტეტს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც თითოეულ ადამიანს სიმშვიდეს და ბედნიერებას ჩუქნის. პროექტის შეძენისას ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს, რომ თქვენ მიერ არჩეულ საცხოვრებელ ფართს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი დასჭირდება. თითოეული კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული იქნება სავაჭრო და კომერციული ფართები. საცხოვრებელი ბინები კი მეორე სართულიდან დაიწყება. 

ბინები ავჭალაში

 

ყველაზე მცირე ფართის ბინა - 48.5  კვადრატული მეტრია (სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა 1 (ერთი) იზოლირებული საძინებლით);

ყველაზე დიდი ბინა კი - 83.1 კვადრატული მეტრი (სტუდიოს ტიპის ბინა სამზარეულოთი და 2 (ორი) იზოლირებული საძინებლით).

 

"სოლუმ დეველოპმენტი"  როგორც ყოველთვის ცდილობს მაღალი სტანდარტებით მოწყობილი, მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული მწვანე სივრცის შექმნას. სწორედ ამიტომ კორპუსის მიმდებარედ გენერალური გეგმის და დენდროპროექტის მიხედვით მოეწყობა  სივრცე  ბავშვებისთვის. განთავსდება განათება, მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები, დაირგვება მცენარეები. კორპუსებიდან კი გაიშლება ხედები მტკვრის ხეობაზე და მთაწმინდისკენ. კორპუსს ასევე აქვს 37  მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ასევე სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ოცნებების განხორციელებას, გაძლევთ შესაძლებლობას გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, იცხოვროთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში.

სოლუმ დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსი ავჭალაში იქმნება შენთვის!