დიზაინის 6 ძირითადი ელემენტი - დაბალანსებული და დახვეწილი ინტერიერისთვის 

დიზაინერები და დეკორატორები გამოყოფენ ინტერიერის დიზაინის 6 ძირითად ელემენტს, რომლის დახმარებით დაბალანსებული და დახვეწილი სივრცის შექმნაა შესაძლებელი. ამ ბლოგში განვიხილავთ თითოეულ მათგანს, მაშ ასე დავიწყოთ: 

სივრცე

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ თქვენი საცხოვრებელ სივრცის საფუძვლიანად შესწავლაა. მნიშვნელოვანია იცოდეთ სად არის კარები და ფანჯარა განლაგებული, რამდენია მათ შორის დაშორება, როგორია კედლების განლაგება, რათა ვიზუალურად აღიქვათ ყველა დეტალი და შექმნათ თანმიმდევრული და დაბალანსებული ინტერიერი. სივრცე, რომელიც სავსეა ავეჯით, ცნობილია როგორც დადებითი სივრცე, ხოლო ცარიელი სივრცე უარყოფითით სივრცედ აღიქმება. დადებით და უარყოფით სივრცეს შორის ბალანსი კი მიმზიდველი და დახვეწილი ინტერიერის მთავარი გასაღები. 

სივრცე

ხაზები

ხაზებს სივრცეში სტრუქტურა შემოაქვს და ადამიანში კრეატიულობასა და განსხვავებულ ემოციებს აღძრავს. გამოიყოფა სამი სახის ხაზი: ჰორიზონტალური, ვერტიკალური და დინამიური. ჰორიზონტალური ხაზები ხშირად გვხვდება მაგიდებსა და სკამებში. ვერტიკალური ხაზები, როგორც წესი გამოიყენება კარების, ფანჯრებსა და  წიგნების კარადებში. დინამიური ხაზები მოქმედებასთან ასოცირდება და ინტერიერში წარმოდგენილია კიბის სახით.

ფორმა

ფორმებს ინტერიერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ავეჯის, დეკორის და განათების ფორმები სხვადასხვა მნიშვნელობას და ემოციას ატარებენ. გამოიყოფა გეომეტრიული და ბუნებრივი ფორმები. გეომეტრიული - არის ადამიანის ხელით შექმნილი, როგორიცაა ტახტის, მაგიდის ან სავარძლის. ბუნებრივ ფორმებს მიეკუთვნება მცენარეები.

ფორმები

სინათლე

სინათლე სივრცეში ქმნის განწყობას, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბუნებრივი თუ ადამიანის მიერ შექმნილი განათება. იმისათვის, რომ ოთახში დილიდან საღამომდე სასიამოვნო გარემო და სინათლე შეინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია მათ შორის ბალანსი დაიცვათ.  

ფერი

ფერები სივრცეს აცოცხლებს და საბოლოო ინტერიერის შექმნაში დიდ როლს თამაშობს. ფერები  ძირითადი და დამატებითი ელემენტის სახით გამოიყენება. ფერთა ფსიქოლოგიის დახმარებით ოთახში სასურველი განწყობის და ემოციის შექმნა ბევრად მარტივი ხდება. 

ფერები

ტექსტურა

ტექსტურის მთავარი მიზანია ინტერიერს სიღრმე შესძინოს. არსებობს ორი ტიპის- ვიზუალური და რეალური ტექსტურა. ვიზუალური ტექსტურებს მიეკუთვნება მარმარილო, რომელსაც ვერ ვგრძნობთ, მხოლოდ ვიზუალურად აღვიქვამთ. რეალურ ტექსტურებს კი ხელით შეხებისას შევიგრძნობთ, მაგალითად ხავერდი. მათი დახმარებით მარტივად, მცირე დანახარჯით შეგიძლიათ განაახლოთ სივრცე.