პრაქტიკული რჩევები სტუდიოს ტიპის ბინის მოსაწყობად

სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობა ხშირად სხვადასხვა სტილისტურ პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუმცა მათი გადაჭრის უამრავი შემოქმედებითი გზაც არსებობს. სწორი დეკორი და პრაქტიკული რჩევების საშუალებით, შეგიძლიათ მაქსიმალურად აითვისოთ თქვენი ბინის თითოეული კვადრატი. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ საინტერესო რჩევებს, რომლებიც სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ.

 

დეტალები

ბინის მოწყობისას დიდი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მაგალითად:

ფანჯრების ზომას, რომლის დახმარებით ჭერის სიმაღლის გაზრდაა შესაძლებელი;

ფერადი და ნათელი ფერის კედლებს, რომელიც სივრცის მოცულობას ზრდის;

ხის და მეტალის დეტალებს, რომლის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ სივრცეში ელეგანტურობა შემოიტანოთ.

 

დუპლექსი

თუ მაღალი ჭერის ბინაში ცხოვრობთ, მაშინ გონივრული იქნება მეორე სართულის ინსპირაცია, როგორც საძინებელი ოთახი. ბინის დუპლექსად ქცევა ძალიან საინტერესო პროცესია, რომლის დახმარებით ყოველ კვადრატულ მეტრს აითვისებთ და კომფორტულ სივრცეს შექმნით.

კომფორტი

ავეჯის მნიშვნელობა 

ბინის მოწყობისას ავეჯს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ არამხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვთ, არამედ სივრცეს თავის ემოციას და მნიშვნელობას ანიჭებენ. ავეჯის შერჩევისას მათ ზომას და ფორმას სათანადო ყურადღება მიაქციეთ, რათა სივრცეში ქაოსი არ შემოიტანოთ, ასევე თქვენი სტილი და შინაგანი სამყარო ჰარმონიულად გამოხატოთ.

 

განლაგება

ავეჯის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ სივრცის გამოყოფა. მაგალითად, თქვენი საწოლის ბოლოს დივნის განთავსება შესანიშნავი გზაა მისაღები და დასაძინებელი სივრცის ერთმანეთისგან გამოსაყოფად.

ნათელი ფერები

მინის ტიხარი

ბინაში მინის ტიხრების გამოყენება ბოლო დროს ინტერიერის ერთ-ერთ პოპულარულ ტრენდად დამკვიდრდა. მათი დახმარებით სივრცე ვიზუალურად დიდდება და ამავდროულად, დახვეწილი ინტერიერი იქმნება. მინის ტიხრის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ სამზარეულო ან საძინებელი სხვა ზონებისგან გამოყოთ.

 

განათება

სტუდიოს ბინის მოწყობის დროს ხშირად მთელ ყურადღებას უთმობთ ავეჯს, ფერებს, დეკორს და ივიწყებთ სწორად შერჩეული განათების მნიშვნელობას. ძირითად განათებასთან ერთად სასურველია, დამატებითი განათების წყაროების დეკორის სახით შემოტანა, რათა ბინას სიმყუდროვე და სითბო მიანიჭოთ. 

დეტალები