როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა?

ახალი წელი უფრო და უფრო ახლოვდება, რაც  იმას ნიშნავს, რომ მალე ოჯახისა და მეგობრების გარშემო სუფრაზე მხიარულად შეიკრიბებით. საახალწლო სუფრის მორთულობა ისევე შექმნის ამაღლებულ განწყობას, როგორც გემრიელი კერძები და მყუდრო გარემო.

ეკო-სტილი - ხის ტოტები, გირჩი, ხელნაკეთი ნივთები განსაკუთრებულ და გამორჩეულ ატმოსფეროს შემოიტანს თქვენ სახლში.  შექმენით სხვადასხვა ფიგურები ნაძვის ტოტებისგან, გირჩებისგან, წიწვებისგან, არდიზიასგან და შეუსაბამეთ ისინი საახალწლო ჭურჭელს, დეკორაციებს.

განათება-  რომელი ახალი წელია სანთლების გარეშე? ლამაზი, დეკორატიული, სურნელოვანი  სასანთლეები და სანთლები თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ დარიჩინის ჩხირებით ან ფორთოხლის კანებით.  

ასევე სანთლების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საახალწლო განათება, რომელსაც  მაგიდის ცენტრში სხვა დეკორატიული ნივთებთან ერთად გამოიყენებთ.  

სკანდინავიური სტილი - დეკორში გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილის სუფრა. შეგიძლიათ დააწყოთ ყვითელი ხელსახოცები ან ოქროსფერი სანთლები. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ ანტიკვარული სასანთლეებს, თეთრ ჭურჭელს და ვერცხლის დანა-ჩანგალს. კარგი ინება მაგიდის ცენტრს ნაძვის ხის ტოტებით თუ გააფორმებთ. 

2022 წლის მთავარი ფერები: ღრმა ლურჯი, ნაცრისფერი, ღია ცისფერი ჩრდილები, შავი, თეთრი, ზურმუხტისფერი მწვანე, ყავისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი, მეტალიკი ოქრო და ვერცხლი.
ფერები რომლებზეც უარი უნდა თქვათ: წითელი და ნეონის ფერებია, რადგან ზედმეტად ნათელი ფერები იწვევს აგრესიას და სხვა ნეგატიურ ემოციებს.

და ბოლოს - მაქსიმალურად ეცადეთ ამ განსაკუთრებულ დღეს იყოთ დამშვიდებული, ლამაზი და ბედნიერი. გახსოვდეთ რომ თქვენი პოზიტიური და მშვიდი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია.გამონახეთ დრო და  გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან, რომელსაც არ ხმარობთ – გააჩუქეთ ან რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში მიიტანეთ.