როგორ შევქმნათ სახლში მყუდრო გარემო

ინტერიერის მოწყობა მეტად საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია, რომელიც უამრავი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს, რადგან სახლი ხომ  სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, ამიტომ მის მყუდროდ და კომფორტულად მოწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  

ტექსტილი

ინტერიერის დიზაინს მყუდროებას ტექსტილზე უკეთ ვერაფერი მატებს, რადგან მისი მთავარი ფუნქცია სახლში ჰარმონიის და კომფორტის შექმნაა. ფარდები, ხალიჩები, ფარდები, ბალიშები, პლედები და ტექსტილის სხვა ელემენტები ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს და ორიგინალურობას სძენს. 

მაგალითად: ბალიშების წყალობით ბინა მყუდროებასაც იძენს და მრავალფეროვან სტილიც ჰქმნის. ყოველი სეზონისთვის სხვადასხვა ბალიშების, ფარდების და საწოლის გადასაფარებლის

შეცვლა  საუკეთესო გამოსავალია ინტერიერის დიზაინის მცირე, მაგრამ საგრძნობი ცვლილებისათვის.

 

 

არომატები 

ყნოსვა ერთ-ერთი ძლიერი გრძნობაა, რომელსაც ჩვენი მოგონებების გამოღვიძება და ისტორიების გახსენება შეუძლია. 

სახლში შესვლისას, პირველ რიგში ჩვენ ყურადღებას სუნი იქცევს. ყველა ბინაში ის თავისებურია. არომატები ადამიანის განწყობაზე მოქმედებს. ამიტომაც ექცევა სუნს განსაკუთრებული ყურადღება საუკეთესო სასტუმროების ფოიეში, სპა-სალონებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში.

სახლში სასიამოვნო სურნელის შემოტანაში თქვენ დაგეხმარებათ სურნელოვანი სანთლები, ყვავილები და სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც სახლში დროის გარკვეულ მონაკვეთში თქვენ საყვარელ არომატებს გააფრქვევს. 

არომატების სწორად შერჩევა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან გარდა ბინაში სიმყუდროვის შექმნისა ისინი ჩვენ განწყობასა და შრომისუნარიანობაზეც დიდ გავლენას ახდენენ.

 

 

განათება 

განათება ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მას შეუძლია ერთდროულად სივრცე როგორც ჰარმონიული, ისე ქაოტური გახადოს.

სიმყუდროვის შესაქმნელად აუცილებელია ერთ სივრცეში, რამდენიმე ტიპის განათების განთავსება, მაგალითად: ნეიტრალური, ცივი და თბილი ნათებები. მათი ერთდროული ჩართვისას კი სინათლე უნდა ბალანსდებოდეს.

ოთახისთვის განათების შერჩევისას პირველ რიგში იფიქრეთ ფანჯრების მდებარეობასა და ბუნებრივ სინათლეზე. გამოიყენეთ სარკეები, რომელიც ოთახში სივრცის და სინათლის ასოციაციას შექმნის. თბილი ფერის და ლამაზი დიზაინის სანათები სახლში დამატებითი სიმყუდროვის შექმნაში დაგეხმარებათ.