2022 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები

1. ჯაპანდი

ამ სიტყვას იყენებენ მინიმალიზმის  განხრის  — იაპონური და სკანდინავიური სტილის კომბინაციის აღსანიშნავად (Japan[ese] + scandi). რამდენიმე წლის წინ, დასავლეთისა და აღმოსავლეთის იდეები მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს  დიზაინის  ახალ მიმართულებაში, რომელიც აერთიანებდა იაპონიის ბუნებისადმი პატივისცემას  და სკანდინავიურ პრაქტიკულობას.

ამ მიმართულების თვისებები:

  • უხეში, „ნედლი“ ტექსტურების გამოყენება (მასალის არასრულყოფილება, როგორც დროის კვალი და არა ნაკლი);
  • ნატურალური პალიტრა;
  • დიდი რაოდენობით ბუნებრივი შუქი - მიიღწევა ფანჯრების, ღია სივრცეების, სინათლის გამტარი ტიხრებით და  მინიმალური ტექსტილის საშუალებით;
  • ეკოლოგიურობა;
  • ერგონომიკა და ფუნქციონალობა;
  • გააზრებული სათავსოები.

2. საშინაო კაბინეტი

პანდემიამ სრულიად შეცვალა  დამოკიდებულება სამუშაო გარემოზე.  არც თუ ისე  დიდი ხნის წინათ, სამუშაო კაბინეტი საკუთარ ბინაში მხოლოდ დიდ მეცნიერებს და გამოჩენილ მწერლებს თუ ჰქონდათ მოწყობილი. დღეისთვის კი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე საკუთარ სახლებში   კაბინეტისთვის მოწყობა ძალიან აქტუალური გახდა. დაწყებული 2020 წლიდან  დაწყებული ეს ტენდენცია ჯერჯერობით არსად  არ წავა. ამას ითვალისწინებენ როგორც დიზაინერები, ასევე დეველოპერები. მაშინაც კი, თუ საცხოვრებელი ფართი მცირეა თქვენ მაინც გაქვთ შესაძლებლობა გამოყოთ პატარა სივრცე, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობთ. 

ამ მიმართულების თვისებები:

  • მრავალფუნქციური ტრანსფორმირებადი ავეჯი საუკეთესო გამოსავალი  ერთოთახიანი და სტუდიოს ტიპის ბინისთვის;
  • სწორი ზონირება - ტიხრები დაგეხმარებათ დამატებითი სიმყუდროვის შექმნაში;
  • კაბინეტი დახურულ აივანზე- კიდევ ერთი ვარიანტია პატარა ბინებისთვის;
  • სივრცის რაციონალური გამოყენება - მაგალითად, უფრო და უფრო ხშირად მინი-ოფისი ორგანიზებულია ფანჯრის გვერდით, ფანჯრის რაფის გამოყენებით. 

3. გლუვი ხაზები

ხისტი მართკუთხა ფორმები თანდათან უთმობენ ადგილს გლუვ გამარტივებულ ხაზებს.  ინტერიერში ყველაფერი რბილდება: მისაღები ოთახის დიზაინში დომინირებს ნახევარმთვარის ფორმის დივანი, სამზარეულოში - მრგვალი სასადილო მაგიდები და მომრგვალებულ  ზურგიანი სკამები. საძინებლისთვის უფრო და უფრო ხშირად ირჩევთ საწოლებს რბილი საზურგით. 

4. აბაზანა სპა-სტილში

კიდევ ერთი პოსტკოვიდური ტენდენცია, რომელიც წარმოიშვა სახლის როლის გადახედვის შედეგად.  როგორც გაირკვა, სავსებით შესაძლებელია სახლში მინი-სპა-ს მოწყობა. ამისთვის არ არის აუცილებელი კერძო სახლი და დიდი აბაზანა. 

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • შეარჩიეთ სასიამოვნო ტექსტურის მქონე მასალები : სელი, ბამბა, მარმარილო, ხე;
  • განათება -  შექმენით განათების ბევრი წყარო : როგორც თბილი ასევე ცივიც;
  • შეავსეთ ოთახი სასიამოვნო არომატებით, დაალაგეთ თქვენი საყვარელი კოსმეტიკა და სანთლები თაროებზე, გამოიყენეთ საკმევლის დიფუზორი წყლის პროცედურების დროს;
  • სივრცის ზონირება - მცირე ფართობზეც კი, დეკორაციის, ფერთა პალიტრისა და სხვადასხვა ტექსტურის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაყოთ სივრცე სხვადასხვა ფუნქციურ ზონებად.