პატარა ბინის მოწყობის მთავარი პრინციპები

პატარა ბინებში თითოეული კვადრატულ მეტრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ  სივრცის თითოეული დეტალი მაქსიმალურად, პრაქტიკულად და ეფექტურად  უნდა გამოიყენოთ. 
დიზაინის შემუშავებაზე გადასვლამდე რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. პირველი: გააერთიანებთ თუ არა სამზარეულოს მისაღებ ოთახთან, გექნებათ თუ არა გამოყოფილი სამუშაო სივრცე, აპირებთ თუ არა საძინებლის გამოყოფას და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები.

ნათელი ფერები 

იმისთვის, რომ სივრცე ჩანდეს დიდი, მაგრამ არა უფორმო, გამოიყენეთ ფერთა ტონის შემდეგნაირად: ჭერი უნდა იყოს ყველაზე ღია, კედლები - ერთი-ორი ტონით მუქი, იატაკი  - კონტრასტულად მუქი.
პატარა სივრცეებში სამ ძირითად ფერზე მეტის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, ამასთან  ამ სამი ფერიდან ორი ნათელი უნდა იყოს.
სივრცის ვიზუალურად გაზრდისთვის სარკის, პრიალა და მინის ზედაპირების გამოყენებაც კარგი ვარიანტია.

 

 

ავეჯი

სივრცის ოპტიმიზაცია არსებითი საკითხია, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით მცირე ზომის ბინაში. 
პატარა ბინაში ავეჯი უნდა იყოს კომპაქტური და ამასთან ერთად, ფუნქციური. ადგილის ეკონომიისთვის იდეალურია ჩამონტაჟებული და მრავალფუნქციური ავეჯი. 
მცირე ზომის ბინაში ყველა ნივთს თავისი ფუნქცია და ადგილი უნდა ჰქონდეს.

 

დეკორი

მინიმუმამდე დაიყვანეთ დეკორის გამოყენება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ბინა მინიმალისტურ სტილში უნდა იყოს. უბრალოდ შეეცადეთ უარი თქვათ დიდ დეკორატიულ ნივთებზე. ეცადეთ დეკორის ელემენტებად გამოიყენოთ ისეთი ნივთები, რომლებსაც რაიმე სხვა ფუნქციაც, დატვირთვა ექნება.

 

 

განათება

მცირე ზომის ბინაში აუცილებელია კარგი განათება. ბუნებრივი განათება ამ დროს არ არის საკმარისი, ამიტომ დაამატეთ განათების ხელოვნური წყარო. ლამაზი, ორიგინალური სანათები, წერტილოვანი განათება, თქვენს სახლს დამატებით სინათლეს და სიმყუდროვეს შესძენს.

 

ზონირება

საცხოვრებლის ფუნქციური ზონების გაერთიანება. ბინის მსგავსი მოწყობა საკმაოდ ეფექტურია, მით უმეტეს, თუ საქმე მცირე ზომის ბინას ეხება. ღია ტიპის დაგეგმარება მოიცავს ფუნქციონალური ზონების გაერთიანებას. მაგალითად: სამზარეულოს და მისაღები ოთახის ან საძინებლის და სამუშაო სივრცის ერთ ზონაში მოქცევა.