რა შევცვალოთ სახლში შემოდგომისთვის

სეზონური ცვლილებების განხორციელებას ინტერიერში ახალი მუხტი და განწყობა  შემოგაქვს. 
არ ეცადოთ ყველაფერის შეცვლას. შეარჩიეთ ძირითადი  კუთხეები, რომლებიც ყველაზე მეტად იქცევენ ყურადღებას ინტერიერში და რომელთა ცვლილებაც  შეცვლის ბინის იერსახეს. 
დატოვეთ ის ნივთები, რომლებსაც ყოველდღე იყენებთ. დივანი, სავარძელი, მაგიდა და სხვა. 
წინასწარ განსაზღვრეთ სეზონური ფერები,აქსესუარები და  დეკორის ელემენტები, რომელთა შემოტანაც გსურთ, რათა თავიდან აიცილოთ ქაოსი და ერთმანეთისთვის შეუთავსებელი ნივთები. 

ტექსტილი

იმისთვის, რომ შემოდგომას  სახლში გატარებულ დრო  მეტად სასიამოვნო  გახდეს  მყუდრო და თბილი გარემოს შექმნაა  საჭირო, ამაში კი ტექსტილზე კარგად ვერაფერი დაგეხმარებათ. დაამატეთ დივანსა და სკამებზე თბილი ქსოვილის პლედები, დააგეთ ბეწვის ხალიჩა, დაამატეთ დივანს ბალიშები, შეცვალეთ ფარდები. წელიწადის ამ დროისთვის ზედმეტი ტექსტილი არ არსებობს. 

რადგან შემოდგომა მისთვის სახასიათო ფერებით გამოირჩევა, ეცადეთ ინტერიერში გამოიყენოთ თბილი და ნატურალური ფერები: ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ბორდო, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, იასამნისფერი.

აქსესუარები და დეკორის ელემენტები

დეკორაცია ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც სახლს მეტ მომხიბვლელობას და ორიგინალურობას სძენს. სახლში შემოდგომის განწყობის შემოსატანად შეგიძლიათ ბუნებრივ დეკორს მიმართოთ. მაგალითად, სამზარეულოს დეკორისთვის  შეგიძლიათ გამოიყენეთ შემოდგომის მოსავალი – ფერადი ხილი და ბოსტნეული. 
ასევე, რადგან შემოდგომისას დღის შუქის ინტენსივობა იკლებს, კარგი იქნება თუ ინტერიერს შემატებთ ხელოვნური განათებას, მაგალითად, ტორშერების ან მაგიდის სანათების და სურნელოვანი სანთლების საშუალებით. 
გამოიყენეთ ხე და ფოთლები დეკორად – ეს ელემენტარული კომპოზიცია რადიკალურად შეცვლის თქვენს ინტერიერს.

სურნელი 

როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, ხშირად ყურადღებას მხოლოდ იმას ვაქცევთ, რასაც ვხედავთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სურნელი და მისი გავლენა ადამიანის განწყობაზე. 
მიმოფანტეთ პატარა თაიგულები მთელს ბინაში. ლამაზი ფერადი ყვავილები თქვენ სახლში შემოდგომის განწყობის შექმნასთან ერთად საოცარ სურნელსაც დააყენებს. 
მცენარეების გარდა ამაში სურნელოვანი სანთლებიც დაგეხმარებათ.