რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ხის ავეჯზე პლიუსები და მინუსები

ჩვენ ეკოლოგიურად  პრობლემურ საუკუნეში  სახლის ბუნებრივი გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯი გამორიცხავს ბინაში ქიმიური ნივთიერებების ცირკულირებას, ალერგიული ფონის წარმოქმნას. 

რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ხის ავეჯზე:

-გამძლეობა. მიტალთან შედარებით ხე ბევრად უფრო მსუბუქია, თუმცა ის წარმოუდგენლად გამძლე მასალა.  კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ისეთ ავეჯს ეძებს, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს;

-ექსპლოატაციის ხანგრძლივობა. წლების განმავლობაში ინარჩუნებს მოქნილობას და სიმტკიცეს;

-ეკოლოგიურობა. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯით გაწყობილ სივრცეში არ ხდება იმ ქიმიური ნივთიერების ცირკულირება, რომლებიც ასე ჭარბად გხვდება ხელოვნურ მასალებში (ფენოლი, ფორმალდეჰიდი, ამიაკი, ბენზოლი და მრავალი სხვა);

-იმის გარდა, რომ ხე მყარი და კომფორტულია, მას სითბოს შეკავების საოცარი უნარიც გააჩნია. ხეს შეუძლია სტაბილურად, რამდენიმე საათი შეინახოს სითბო;

-ავეჯის შესაქმნელად მასალად მრავალი სახეობის ხე გამოიყენება,  რაც საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ფერის, ზომის, სტრუქტურისა  თუ ხარისხი ავეჯი;

-თვითმყოფადობა და მრავალფეროვნება. ხის ავეჯის ინტერიერში ჰქმნის სიმყუდროვის და სითბოს შეგრძნებას.

რა უნდა გავითვალისწინოთ:

მოვლის თავისებურებები. ბუნებრივი ხის მასალა დამატებითი საფარის მიუხედავადაც დროთა განმავლობაში შეიძლება გაიბზაროს ან აიქერცლოს. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ხის ავეჯის მოსავლელი საშუალებები.

ბუნებრივი მასალები იწოვენ და ინახავენ სუნს. ამიტომ სამზარეულოს ავეჯს დამუშავება ხდება სპეციალური ხსნარით, რომლიც იცავს ავეჯს სხვადასხვა არომატების  შთანთქმისგან.

ხისთვის ძნელია სხვადასხვა ფორმის მიცემა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან ხის ავეჯის სილამაზე და ხიბლი – მის ბუნებრივ ფორმებშია. 

ავეჯის დასამზადებელი ნედლეული მოპოვებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებიდან, რადგან  დაბინძურებულმა გრემომ არ დააავადოს ხე და არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.

ხის კარადას, თაროს, საწოლს, მაგიდას და სხვა ავეჯს შეუძლიათ  მთლიანად შეცვალონ თქვენი საცხოვრებელი სივრცე- გახადოს ის უფრო  მყუდრო, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და ლამაზი.

ბუნებრივი გარემო- ჯანმრთელობის, წარმატებისა და კარგი განწყობის გარანტიაა.