გლდანი- სწრაფად განვითარებადი ქალაქი ქალაქში

გლდანი თბილისის ერთ-ერთი გარეუბანია, რომელიც შეიძლება ცალკე პატარა ქალაქიც კი გვეგონოს. ზოგადად, თბილისის სხვა უბნების მაცხოვრებელთა დიდმა ნაწილმა მხოლოდ ის იცის, რომ გლდანი შორსაა და მეტროს ბოლო გაჩერებაც ზუსტად იქ მიდის, მაგრამ ბევრმა არ იცის გლდანის ყოველდღიური ცხოვრების, დაგეგმარების, არქიტექტურის, მისი ბაზრების, ხიდების, გამწვანების, თუ ბევრი შეუმჩნეველი და ძალიან საინტერესო დეტალის შესახებ.
 
გლდანის მშენებლობა 1970 წელს დაიწყო, არქიტექტურა თემურ ბოჭორიშვილს ეკუთვნის. ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულია ჯერ კიდევ თამარ მეფის ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის მიერ. 1975-76 წლებში აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავალ ნასოფლარსა და ნასახლარს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ გლდანის რაიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული.
 
ბოლო 10 წლის განმავლობაში ურბანულ განვითარებასთან ერთად გლდანის ტრანსფორმაციაც მოხდა, 8 მიკრორაიონისაგან შემდგარი უბანი დღეს თანამედროვე ტიპის დასახლებად იქცა. აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო თუ გასართობი ცენტრები.
 
გლდანის რაიონში დღეს 25-მდე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, ბავშვებისათვის მთავარი დასასვენებელი და გასართობი ზონა გლდანის პარკია, რომელიც მეხუთე და მეექვსე მიკრორაიონებს შორის მდებარეობს.
 
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეს გლდანის რაიონში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
 
არქიტექტორ ნიკოლოზ ლეკვეიშვილის შეფასებით, გლდანი უნიკალურია სხვა დანარჩენ გარეუბნებთან შედარებით, რადგან აქ უფრო ქალაქის სტრუქტურაა ვიდრე უბნის, რითიც ის ერთგვარი თვითმყოფადი ერთეულია. 
თუ თქვენ საცხოვრებლად ეს უბანი არიჩიეთმ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ  სოლუმ დეველოპმენტმა გლდანში თანამედროვე სტილის საცხოვრებელი ბინების გაყიდვები დაიწყო! 
 
სოლუმ დეველოპმენტი მომხმარებელს სთავაზობს:
  • თანამედროვე ერთსაძინებლიან და ორსაძინებლიან ნათელ ბინებს იდეალური დაგეგმარებით
  • მაქსიმალურად დაცულ უსაფრთხოების სტანდარტებს
  • მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით შექმნილ საცხოვრებელ სივრცეს
  • გრანიტითა და ბაზალტით მოპირკეთებულ  სადარბაზოებსა  და სხვა საერთო სივრცეებს
  • მიწისქვეშა პარკინგს
  • სრულ მწვანე კარკასს

გაიუმჯობესე საცხოვრებელი პირობები, იცხოვრე  მშვიდ და სასიამოვნო გარემოში- გახდი გლდანში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახლის ბინადარი 
 
სოლუმ დეველოპმენტის სახლი გლდანში იქმნება შენთვის!