გარეუბანში ცხოვრების უპირატესობები - როგორ ვითარდება უბნები

თანამედროვე ცხოვრების რითმმა სრულიად შეცვალა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო.  თანამედროვე ქალაქები ურბანიზაციის და მჭიდრო დასახლების მაღალი დონით ხასიათდებიან და გამონაკლისს არც ჩვენი დედაქალაქი, თბილისი წარმოადგენს. 

რეკრეაციული სივრცეების გაჩენითა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებით თბილისში მთელი რიგი უბნების პრესტიჟულობა იცვლება. 

დედაქალაქში ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენედენცია, რომ ცენტრის ზედმეტად გადატვირთულობის გამო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ცენტრალურ უბნებიდან გარეუბნებზე გადადის. თუ კარგად დავფიქრდებით, გარეუბანში ბინის ყიდვა მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა.

 

გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ:

რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის დე­ფი­ცი­ტი თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რეა. გან­სა­კუთ­რე­ბით ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მწვა­ნე სივ­რცის არარ­სე­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად იქცა. ამ მხრივ გა­რე­უბ­ნებ­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ცენ­ტრის­გან მო­შო­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მჭირ­დო და­სახ­ლე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, მეტი გამ­წვა­ნე­ბა და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნაა;

სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. შენ­დე­ბა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, რო­მელ­თაც მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის სა­კი­თხი არ აქვთ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. გა­რე­უბ­ნებ­ში ამ მხრივ უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მეტი სივ­რცე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­საც მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს და მეტ ად­გილს უთ­მო­ბენ პარ­კინგსაც;

 

 

სა­ცო­ბე­ბი დიდი ქალაქის კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვაა. ამ მხრივ გა­რე­უბ­ნებ­ში შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მა­გა­ლი­თად, ფონიჭალაში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კოს­პუ­სე­ბის წინ ვერ ნა­ხავთ სა­ცო­ბებს, რაც ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ა­ლო­ბაა   სწო­რედ ამი­ტომ ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჰა­ე­რი და გა­რე­მო გა­რე­უბ­ნებ­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბა­დაა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი.

 

 

თუ თქვენ უკვე გა­და­წყვი­ტეთ, რომ ბი­ნის გა­რე­უ­ბან­ში ყიდ­ვა მარ­თლაც კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მა­შინ  "სოლუმ დეველოპმენტის" ფონიჭალის პროექტი შენთვის იდეალური არჩევანია.  თანამედროვე, მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელია, რომელიც ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობებს გაძლევთ.

 

 

პროექტი შედგება 1 (ერთი) 12 (თორმეტ) სართულიან კორპუსისგან, რომელიც ორსადარბაზოიანია და მოიცავს 159 ბინას.

საცხოვრებელი კორპუსის პირველს სართულზე განთავსებულია როგორც სავაჭრო და კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები.

- ყველაზე მცირე ფართის ბინა 38.7 კვადრატული მეტრია (ეს არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა 1 (ერთი) საძინებლით);

- ყველაზე დიდი ფართის ბინა 164.2 კვადრატული მეტრია (ეს არის ბინა იზოლირებული სამზარეულოთი და 3 (სამი) საძინებლით).

 

სოლუმ დეველოპმენტის პროექტი ფონიჭალაში იქმნება შენი უკეთესი მომავლისთვის!