ჩაბარების პირობები
მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ზურაბ მირაქიშვილის #29-ში. სადაც შენდება ერთი 11-სართულიანი კორპუსი, რომელიც დასრულებულია.
ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს:
- მუქი ფერის, ორკამერიანი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა
- ხის „შპონით“ მოპირკეთებული, არასტანდარტული, მაღალი ხარისხის რკინის კარი ორმაგი საკეტით
- ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები
- იატაკქვეშ დამონტაჟებული გათბობის მილები
- შიდა პერიმეტრზე ოთახების გამოყოფი ტიხრები
- გაჯით გალესილი კედლები
- სილა-ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკი
- აგურის ფაქტურით მოპირკეთებული გარე ფასადი
- კედლებზე ტრავენტინისა და იატაკზე გრანიტის ქვით მოპირკეთებული სადარბაზოს ჰოლი
- გრანიტის ქვით მოწყობილი დერეფნები
- ბაზალტის ქვითა და რკინის მოაჯირებით მოწყობილი კიბის მარშები და უჯრედები
- კერამოგრანიტითა და რკინის მოაჯირებით მოწყობილი აივნები
- სამგზავრო/სატვირთო ტიპის ლიფტები
- ბინამდე მიყვანილი ელექტრობა და ბუნებრივი აირი
- თელასის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის და თბილისი ენერჯის (ყოფილი ყაზტრანსგაზის) მრიცხველების მონტაჟი და აბონირება