მომხმარებელზე ორიენტირებული გადახდის პირობები. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული ადამიანის მდგომარეობას და ვცდილობთ, შევქმნათ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი.
"სოლუმ დეველოპმენტის" მიზანია, თითოეულ მსურველს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საკუთარი ბინის შეძენაში. ამ ამოცანის შესასრულებლად მთელი გუნდი მზადაა, განიხილოს თითოეული თქვენგანის შესაძლებლობები და სურვილები ინდივიდუალურად.
ჩვენთან ბინის შეძენა შეგიძლიათ როგორც ერთიანი გადახდით, ასევე განვადების სტანდარტული პირობებით. გარდა ამისა მშენებლობის დასრულებამდე შეგიძლიათ, ისარგებლოთ შიდა უპროცენტო განვადებით. ხოლო ინდივიდუალური პირობების განსახილველად, შეგიძლიათ, მიმართოთ ჩვენი გაყიდვების მენეჯერებს.