მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, ავჭალაში, ბიჭვინთის III ჩიხში, N 13. ზუსტი მდებარეობის დასადგენად შეგიძლიათ იხილოთ რუკა.
მიმდინარეობს 3 (სამი) კორპუსის მშენებლობა:
A ბლოკი - 8 სართულიანია;
B ბლოკი - 8 სართულიანია;
C ბლოკი - 4 სართულიანია.
მშენებლობა სრულდება 2024 წლის 31 დეკემბერს.
მერიის არქიტექტურის სამსახურის №5944066 ბრძანებით, მშენებლობის ვადა განისაზღრა 36 თვით, 2025 წლის 1 ივნისამდე. ჩვენი სამოქმედო გეგმით პროექტი სრულად უნდა დავასრულოთ 24 თვეში, 2024 წლის 1 ივნისამდე. ამას განაპირობებს რიგი ხელსაყრელი გარემოებები: პროექტი სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ, რაც საწყის ეტაპზე არააქტიური გაყიდვების ფონზე გამორიცხავს სამშენებლო ტემპის შენელებას. სამუშაოები სრულდება გამოცდილი სამშენებლო ბრიგადების მიერ რომელთა მკაცრ ზედამხედველობას გაუწევენ კომპანიის გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი ასევე შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით ხორციელდება, რაც, თავისთავად გამორიცხავს ამ მიზეზით მშენებლობის პროცესის შეჩერებას და შედეგად პროექტის ჩაბარების ვადების გაჭიანურებას.
A, B და C ბლოკი ერთასადარბაზოიანია.
მიმდინარეობს 3 (სამი) კორპუსის მშენებლობა, რომელიც 82 ბინას მოიცავს:
A ბლოკში - 35 ბინაა;
B ბლოკში - 35 ბინაა;
C ბლოკში - 12 ბინაა.
A ბლოკი- პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და კომერციული ფართები. საცხოვრებელი ბინები მეორე სართულიდან იწყება. თითოეულ სართულზე 5 (ხუთი) ბინაა;
B ბლოკი- პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და კომერციული ფართები. საცხოვრებელი ბინები მეორე სართულიდან იწყება. თითოეულ სართულზე 5 (ხუთი) ბინაა.
C ბლოკი- პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და კომერციული ფართები. საცხოვრებელი ბინები მეორე სართულიდან იწყება. თითოეულ სართულზე 4 (ბინაა) ბინაა.
პროექტი გათვლილია 8-ბალიანი მიწისძვრის გამძლეობაზე. მიწის ნაკვეთზე შესრულებულმა გეოლოგიური კვლევებმა გამოავლინა მისაღები მკვრივი ქანების არსებობა, რაც არ საჭიროებს კორპუსის სიმყარისთვის დამატებითი ხიმინჯების ან გრუნტის გამაგრების სხვა სპეციფიკური სამუშაოების შესრულებას. ამავე დროს ჩვენი პროექტი გადანაწილებულია 3 საშუალო სიმაღლის ბლოკებად რაც ბუნებრივად ამცირებს მცირე ზომის მიწისძვრის დროს კორპუსის რხევის შესაძლებლობას.
პროექტის მშენებლობისას გამოყენებული იქნება ჯეოსტილის ქარხნის ახალი А500 С /S420 მარკის 400 ტონამდე არმატურა; ბეტონისთვის ვიყენებთ “ჯორჯიან ბილდინგ გროუფ” - ის ცემენტს. პროექტი დაპროექტებულია თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით და პროექტმა წარმატებით გაიარა სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტიზა ეგრეთ წოდებული #41 დადგენილების მიხედვით.
თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები გულისხმობს კიბის უჯრედებსა და ლიფტებში ცეცხლგამძლე კარებისა და გამწოვი სისტემების, მიწისქვეშა პარკინგზე ნამწვისა და კვამლის დეტექტორების მონტაჟს წყლის გამფრქვევი სისტემებით. ცეცხლმედეგობაზე გამოსაყენებელი საცხოვრებელი ბინის რკინის კარები, ელექტროგაყვანილობის, ბუნებრივი აირის მილების, ფიტინგების და სხვა სპეციფიკური მასალების სტანდარტი და ხარისხი აბსოლუტურ თანხვედრაშია სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებთან.
პროექტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება მშენებლობის დასრულებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობიდან 3 თვეში.
ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, შავი კარკასის შეძენას ვერ შეძლებთ.
• გარე ფასადები მოპირკეთდება უმაღლესი ხარისხის ღია რუხი დეკორატიული ლესვით და აგურის ფაქტურის, ფერის მოსაპირკეთებელი მასალით;
• პირველ სართულზე კომერციული ფართი მოპირკეთებული იქნება ბაზალტის ქვის ფილებით;
• გარე კედლები თბოიზოლაციისთვის შენდება 20 სმ სისქის პემზის ბლოკით;
• სახურავი იქნება ეგრეთწოდებული ბრტყელი გადახურვით.
ტიხრები კეთდება სტანდარტული 10 სანტიმეტრიანი ბლოკით.
ორკამერიანი შავი ფერის მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები, გაღების მექანიზმით. სამზარეულოში განთავსდება შავი ფერის მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა გაღება/გადმოკიდების მექანიზმით.
თანამედროვე დიზაინის რკინის კარი, ორი საკეტით.
მთლიანად კორპუსი და ყველა ბინა მზიანი და ნათელია. A და B ბლოკს შორის მანძილი შეადგენს 11 მეტრს, ხოლო B და С ბლოკს შორის დაშორება 16 მეტრია.
ჭერის სიმაღლე არის 3 მეტრი;
თეთრი კარკასით ჩაბარებისას კი 2,8 მეტრი.
ყველაზე მცირე ფართის ბინა 47.2 კვადრატული მეტრია. ეს არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა 1 (ერთი) საძინებლით.
ყველაზე დიდი ფართის ბინა 84.4 კვადრატული მეტრია. ეს არის ბინა სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი და 2 (ორი) საძინებლით.
კორპუსს აქვს 37 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ასევე სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს.
თითოეულ კორპუსში განთავსდება ერთი სამგზავრო/სატვირთო ლიფტი, რომლითაც 6 ადამიანს ერთდროულად შეეძლება კომფორტული გადაადგილება.
კორპუსის მიმდებარედ გენერალური გეგმის და დენდროპროექტის მიხედვით მოეწყობა სივრცე ბავშვებისთვის. განთავსდება განათება, მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები, დაირგვება მცენარეები. კორპუსებიდან კი იხსნება ხედები მტკვრის ხეობაზე და მთაწმინდისკენ.
კვადრატული მეტრის სტანდარტული ღირებულება შიდა განვადებით 1918 ლარიდან იწყება.
პირველადი შენატანი ბინის ჯამური ღირებულების 20%-ია. თუმცა, შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების განსახილვაც, ამისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: (032) 2 12 11 11.
ბინის შეძენა შეგიძლიათ როგორც ერთიანი გადახდით, ასევე განვადების სტანდარტული პირობებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად შემოგაქვთ ბინის ჯამური ღირებულების 20%, შემდეგ ყოველთვიურად იხდით 885 ლარიდან ზემოთ მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან ერთ თვეში, დარჩენილ თანხას იხდით სრულად ან ნებისმიერი ბანკის დახმარებით.
შიდა უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მშენებლობის დასრულებამდე, 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
ამ ეტაპზე ბინის შეძენას პირველადი შენატანის გარეშე ვერ შეძლებთ, თუმცა, ინდივიდუალური პირობების განსახილველად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: (032) 2 12 11 11, +995 514 22 11 22 და პირად მრჩეველთან ერთად შეძლებთ თქვენი კონკრეტული საჭიროების განხილვას.
პროექტი სრულად დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ. ჩვენს კლიენტებს საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელზე მორგებულ საბანკო პროდუქტს – 20%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში – იპოთეკურ სესხს ლარში, ფიქსირებული განაკვეთით. თუ თქვენ შემოსავალი/ხელფასი გერიცხებათ სხვა კომერციულ ბანკში (თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ტერაბანკი), ჩვენ დაგეხმარებით ამ ბანკებიდანაც მიიღოთ თქვენთვის სასურველი დაფინანსება ხელსაყრელი პირობებით.
ეს დამოკიდებულია პირველადი შენატანის ოდენობაზე. ზუსტი კალკულაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (032) 2 12 11 11, +995 514 22 11 22 და ჩვენს პირად მრჩეველთან დააზუსტოთ პირობები.
შიდა განვადებისთვის შემოსავლის დადასტურება საჭირო არ არის. შემოსავლის დადასტურება მხოლოდ ბანკის საშუალებით შეძენის შემთხვევაში დაგჭირდებათ, ამ შეთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სასურველ ბანკს და დააზუსტოთ დეტალები.
შიდა განვადებისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. შემოსავლების დადასტურება იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ იპოთეკური სესხით, ბანკის დახმარებით აპირებთ ჩვენთან ბინის შეძენას.
ბინების, ავტოსადგომებისა და კომერციული ფართების იპოთეკით დატვირთვა მშენებლობის პროცესშიც შესაძლებელია, რადგან კორპუსის განშლა ინდივიდუალურ ფართებად უკვე დასრულებულია და ყველა ფართი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე საკადასტრო კოდების მიხედვით.
შიდა განვადების შემთხვევაში, ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებული ხართ, როგორც მომავალი მესაკუთრე. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში ავტომატურად ხდებით ბინის მესაკუთრე. მესაკუთრესა და კომპანიას შორის ხელშეკრულება იდება პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელსაც 20%-იანი შენატანის დაფიქსირების საფუძველზე ვარეგისტრირებთ საჯარო რეესტრში.
ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს:
• შავი ფერის, ორკამერიანი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა გაღების მექანიზმით;
• რკინის თანამედროვე დიზაინის კარი, ორი საკეტით;
• საფასადე ტიხრები ამოყვანილი 20 სმ. სისქის პემზის ბლოკით;
• შიდა ტიხრები ამოყვანილი 10 სმ. სისქის ბლოკით;
• ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
• გაჯით გალესილი კედლები და ტიხრები;
• სილა-ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკი;
• აგურის ფაქტურით მოპირკეთებული გარე ფასადი;
• გრანიტის ქვით მოპირკეთებული სადარბაზოს ჰოლი და დერეფნები;
• ბაზალტის ქვითა და რკინის მოაჯირებით მოწყობილი კიბის მარშები და უჯრედები;
• კერამოგრანიტითა და რკინის მოაჯირებით მოწყობილი აივნები;
• სამგზავრო/სატვირთო ტიპის ლიფტები;
• ბინამდე მიყვანილი ელექტროობა და ბუნებრივი აირი;
• თელასის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის და თბილისი ენერჯის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.
• 9-სართულიანი, 54-ბინიანი საცხოვრებელი სახლი გლდანში;
• პურის ქარხანა ნაძალადევის რაიონში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე;
• ჯი ემ ჯი მოტორსი, ლადას ცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივანში;
• British American Tobacco-ს ოფისი ვაჟა-ფშაველას გამზირზე;
• 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩაზე;
• 3-სართულიანი კერძო სახლი ავლაბარში;
• კომპანია ექს-იმ-ის სამაცივრე კომპლექსის შენობები;
• ქართულ-ავსტრიული კომპანიის CHEESECO-ს ყველის ქარხანა.
ამ ეტაპზე მიმდინარე, ჯერ-ჯერობით, ეს პროექტი გვაქვს.
დაგვირეკოთ ნომერზე: (032) 2 12 11 11
ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ გაყიდვების ოფისში მშენებლობის ობიექტზე ავჭალაში, ბიჭვინთის III ჩიხი, N 13 -ში, ან სათაო ოფისში წერეთლის 117ა-ში.
საზღვარგარეთიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: +995 514 22 11 22;
გაყიდვების ოფისის მისამართია: ქალაქი თბილისი, ავჭალა, ბიჭვინთის III ჩიხი, N 13. ზუსტი მდებარეობის დასადგენად შეგიძლიათ იხილოთ რუკა.
სტანდარტულად ჩვენი სამუშაო საათებია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით – 10:00-19:00.
ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შეხვედრის დაგეგმვა თქვენთვის სასურველ დროს, არასამუშაო დღეებსა და საათებში.