სოლუმ დეველოპმენტი მზად არის გაიზიაროს თავისი წარმატება უძრავ ქონებაში გრძელვადიანი და უსაფრთხო ინვესტირებით დაინტერესებულ პირებთან/კომპანიებთან.
კომპანია ინვესტორებს სთავაზობს სახსრების დაბანდების სრულიად უსაფრთხო და ინოვაციურ მოდელს, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული მათი ინტერესები:
ინვესტირება აქტივში და არა კომპანიაში
ინვესტორი საკუთარ სახსრებს აბანდებს არა კომპანიის სასესხო ვალდებულებებში ან აქციებში, რაც სპეციფიკურ იურიდიულ და ფინანსურ რისკებთან არის დაკავშირებული, არამედ ის ხდება კომპანიის საკუთრებაში არსებული, შეთანხმებული სამშენებლო პროექტის ერთ-ერთი თანამესაკუთრე.
მოცემული აქტივის თანამფლობელობა გაცილებით ნაკლებრისკიანი და პერსპექტიულია, რადგან მიწის ნაკვეთი მშენებლობის ნებართვით წარმოადგენს მეტად ლიკვიდურ მოთხოვნად ქონებას, რომლის საბაზრო ფასი მუდმივად მზარდია თბილისში შესაბამისი ფუნქციის, ზომებისა და მდებარეობის მქონე მიწის ნაკვეთების დეფიციტის ფონზე.
დათქმული პერიოდის შემდგომ (2 ან 3 წელი) ინვესტორი სრულად მიიღებს მის მიერ ინვესტირებულ თანხას კონკრეტული ფიქსირებული მოგებით, რომლის ოდენობა დამოკიდებულია ინვესტირებულ თანხის სიდიდესა და ვადაზე.
კომპანია პარტნიორებად მოიაზრებს როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
კვალიფიციურ ინვესტორთა ჯგუფის მოზიდვის მიზნით, მოცემული წინადადება განკუთვნილია ინვესტორთათვის ვინც მზად არის დააბანდოს ჩვენს საინვესტიციო პროექტებში მინ 50 000$ ან მისი ექვივალენტი ლარში, მაქსიმუმ – 500 000$ ან მისი ექვივალენტი ლარში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და კომპანიის მენეჯმენტი ამომწურავად უპასუხებს თქვენს კითხვებს.