ჩვენ შესახებ

"სოლუმ დეველოპმენტის" დამფუძნებლები დასავლური განათლების, სამშენებლო და საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან, სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით წარმატებული განვითარების ისტორიით.

2012 წლიდან კომპანიის საქმიანობას სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები წარმოადგენს. 2016 წლიდან კი, ბიზნესის განვითარების კვალობაზე, კომპანიამ უშუალოდ დეველოპერული პროექტების განხორციელება დაიწყო.

დღეს ჩვენ ვართ სამშენებლო დეველოპერი კომპანია, რომლისთვისაც ხარისხი, მომხმარებელი და მასზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო ჩვენს მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური კომპლექსები თითოეულ მაცხოვრებელს სიმშვიდეს, ჰარმონიას და ბედნიერებას ჩუქნის.

მრავალწლიანმა სამშენებლო გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მომხმარებლისთვის კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნა ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. შესაბამისად, პროექტის ყველა დეტალს მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ვქმნით და მკაცრად ვიცავთ კანონით გათვალისწინებულ ყველა რეგულაციას და სამშენებლო სტანდარტს.

დღეისთვის "სოლუმ დეველოპმენტი" მომხმარებელს 10 დასრულებულ და 2 მიმდინარე პროექტს სთავაზობს. კარგ ლოკაციასთან ერთად ჩვენი უპირატესობაა ხელმისაწვდომი ფასი და მომხმარებლის სურვილზე მორგებული ფართების გეგმარება.