რა ღირს ბინები თბილისში უბნების მიხედვით

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი

2022 წლის I კვარტალი

2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების

ფასების ინდექსი (RPPI) 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.1 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ინდექსის ზრდასა და კლებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც ახდენს გავლენას, რადგან RPPI ეროვნულ ვალუტაშია დათვლილი. როდესაც ლარი უფასურდება, ეს ინდექსის ზრდას იწვევს, ხოლო როდესაც მყარდება — პირიქით.

+ 2022 წლის პირველ კვარტალში როგორც ახლად აშენებული ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში ყველაზე ძვირად მთაწმინდის უბანში არსებული უძრავი ქონება ფასობს.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული(დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით.