იდეები პატარა აბაზანის მოსაწყობად

ფერის შერჩევა

პატარა ბინების მფლობელები განსაკუთრებით აფასებენ ფერის ძალას. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? სწორად შერჩეულ ფერთა პალიტრას ნებისმიერ სივრცეში სასწაულების მოხდენა შეუძლია. ნათელი ფერები ვიზუალურად გაზრდის ოთახს.

კარგი ინება თუ აბაზანისთვის გამოიყენეთ 2022 წლის თეთრი და ნაცრისფერი ფერების ცივ ტონალობებს. ასევე ოთახისთვის განსაკუთრებული იერის მისაცემად შეგიძლიათ აბაზანის ერთ კედელზე გაუშვათ ორნამენტებიანი, განსხვავებული დიზაინის ფილები.

თეთრი კარადები და პრიალა ზედაპირები თქვენი საუკეთესო მოკავშირეები გახდებიან.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პატარა ოთახის სივრცის ოპტიკურად გადიდების მრავალი გზა არსებობს. იმისთვის, რომ ღია ფერებმა თქვენი სააბაზანო მოსაწყენი არ გახადოს გამოიყენეთ დეკორი. მაგალითად ლამაზი სარკეები და ორიგინალური  სანათები.  ვიწრო აბაზანაში შეგიძლიათ მოათავსოთ მრგვალი ან მართკუთხა სარკე, რომელიც ვიზუალურად გამოასწორებს ზედმეტად წაგრძელებული ოთახის ნაკლოვანებებს.  

ავეჯი

აბაზანა ის ადგილია, სადაც ნივთები მინიმალური რაოდენობის უნდა იყოს.  აბაზანში ძალიან ეფექტურია სარკიანი კარადების დამონტაჟება. ეს ფაქტორიც ძალიან კარგად მოქმედებს აბაზანის ვიზუალზე და მას უფრო აფართოვებს.  

ასევე - მნიშვნელოვანია პატარა ოთახში მინიმუმამდე დაიყვანოთ არასაჭირო ნივთების რაოდენობა. აბაზანის ინტერიერში უჯრებსა და კარადებში უნდა იყოს საკმარისი ადგილი კოსმეტიკური, ჰიგიენური და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის. ნივთების ორგანიზება თვიდან აგარიდებთ სივრცის გადატვირთვისა და ქაოსს.  ნივთები მინიმალური რაოდენობის და უმაღლესი ხარისხი - ეს თქვენი კომფორტის მთავარი საწინდარია.

საშხაპე აბაზანის ნაცვლად

პატარა ზომის სააბაზანო ოთახის მოწყობის დროს კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა აბაზანა ? თუ მის გარეშეც შეგიძლიათ, მაშინ მის ალტერნატივად კუთხის საშხაპე გამოგადგებათ, ის ძალიან ეფექტურადაც გამოიყურება და თნ მოსახერხებელიცაა. 

ასევე თუ ვერ ამბობთ უარს აბაზანაზე შეგიძლიათ მისი საშხაპესთან გაერთიანებაც შეგიძლიათ. დღეს ბაზარზე თქვენ უამრავი ფორმის და ზომის სააბაზანოს შერჩევა შეგიძლიათ, რაც ინტერიერის მოწყობისას დამატებით შესაძლებლობებს გაძლევთ. 

დასაკიდი უნიტაზი

არასტანდარტულ და ვიწრო ოთახებში კედელზე ჩამოკიდებული ან ჩამონტაჟებული ტუალეტი ბევრად უფრო მცირეა ადგილს იკავებს. 

მიუხედავად იმისა, რომ დასაკიდი უნიტაზი ბევრად ეფექტურად გამოიყურება და ადგილის მხრივაც შედარებით მოხერხებულია, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენს რეალობაში შედარებით პრობლემატურია. უნდა შეარჩიოთ პროფესიონალი ხელოსნები, რომლებიც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად შეასრულებენ და საქმეს ხარისხიანად გაგიკეთებენ, მოგცემენ გარანტიას, რომ სამომავლოდ პრობლემები არ შეგექმნებათ.  

განათება

როგორც წესი, სააბაზანოში ერთი ცენტრალური ნათურა გვაქვს, მაგრამ ხშირად ეს საკმარისი არ არის, რადგან ასეთ განათებაზე რთულია წვერის გაპარსვა, მაკიაჟის გაკეთება და ხანდახან ელემენტარულად  სარკეში თავის  სრულყოფილად დათვალიერებაც კი. ამ პრობელემების თავიდან ასაცილებლად კარგია ტი აბაზანაში სინათლის რამდენიმე წყარო გექნებათ.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ და თბილ ფერებს- ყველაზე სადა, ცივი ეფექტის მქონე სააბაზანოშიც კი შეგვიძლია შევქმნათ განსაკუთრებულად თბილი გარემო, თუ პერიმეტრის მთელ გაყოლებაზე თბილ LED განათებებს ჩავმალავთ.