ჯაპანდის სტილი: მინიმალისტური ინტერიერის​ დამამშვიდებელი ეფექტი

ტრადიციული ჯაპანდის ესთეტიკა იაპონურ და სკანდინავიურ კულტურებში სილამაზისა და კარგი გემოვნების ჰარმონიული სინთეზის შედეგად იქმნება. ის ელეგანტურობით და დახვეწილობით გამოირჩევა. მას ბინაში მუქი და მკვეთრი ფერების გამოყენების გარეშე  თბილი და მყუდრო ატმოსფერო შემოაქვს. ჯაპანდის ახასიათებს დეკორის მარტივი განლაგება, რაც ყოველდღიურ დამღლელ რუტინას სიმშვიდეს ანიჭებს. მისი მთავარი მიზანი ღია არქიტექტურისა და ფუნქციონალური ელემენტების გამოყენებით მინიმალიზმის შენარჩუნებაა.

წარმოგიდგენთ ჯაპანდის სტილის ნიმუშებს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ მშვიდი ატმოსფერო თქვენ სახლში. 

მისაღები ოთახი 

ნეიტრალური ფერის კედელი და პატარა ზომის დივანი, რომელზეც განთავსებულია მუქი კრემისფერი ბალიშები ვიზუალურად ერწყმის ბუნებრივი ხის ფერებს და ქმნის შთამაგონებელ ატმოსფეროს. მონოქრომული სკანდინავიური ხალიჩას თამამი პრინტით, რომელიც მოთავსებულია ოთახის ცენტრალურ ნაწილში  მთელ სივრცეში სიმყუდროვე შემოაქვს. თანამედროვე ხის წიგნების თარო, რომელიც მორთულია მოდერნისტული და ელეგანტური დეტალებით, ოთახს ანიჭებს სიმსუბუქეს და ამავდროულად არ იწვევს სივრცის გადატვირთვას. 

სასადილო ოთახი

ბუნების სილამაზე გამოხატულია მინიმალისტური მცენარეების და დეკორის გამოყენებით. იაპონური სტილის ქაღალდის სანათს შემოაქვს სიმსუბუქე. ღია კარი კი სასადილო და სამზარეულო ზონას აერთებს და სივრცეს ადიდებს. მომრგვალებული ფორმის ხის მაგიდას ჰარმონიულად ეკვრის სასადილო სკამები. მოდერნისტულ სწორ სკამს ოთახში სიახლე შემოაქვს და  თან სასადილო ოთახში ავეჯის წყობასაც ცვლის. ლარნაკში განთავსებული მცენარეები ფერებით ათბობენ სივრცეს. ხილის თასი მაგიდას მარტივი, მაგრამ ფუნქციური ცენტრალური ნაწილია. მაგიდაზე განთავსებული იაპონური ჩაიდანი საუბრისა და დასვენების სურვილს იწვევს.

სამზარეულო

თეთრი ფერის წყალობით პატარა სამზარეულო ბევრად უფრო დიდი ჩანს. სამზარეულოს ერთ კუთხეში განთავსებულია “L” - ფორმის სასადილო სკამი, რომელიც ხის გამათბობელ ენერგიას მატებს თეთრი ფერის კედლებს. 

საძინებელი 

მინიმალისტური დიზაინის საძინებელში საწოლი შეკვეთითაა დამზადებული, რათა იდეალურად მოერგოს კედლის სიგრძეს. თეთრი კარადების განლაგება  სარკესთან მიმართებაში, წარმოქმნის ოპტიკურ ილუზიას და  სივრცეს აორმაგებს. სამუშაო კუთხე  საძინებლის მოპირდაპირე მხარესა და ოთახს უფრო მეტ დახვეწილობას სძენს.თეთრი სკამი კი ქმნის კონტრასტს ბუნებრივ ხის სამუშაო მაგიდასთან.

სველი წერტილი 

აბაზანა მოიცავს ნეიტრალურ ფერებს და წარმოდგენილია თეთრი და კრემისფერი კომბინაციით. ინტერიერში მსუბუქი შავი აქცენტები არღვევს კრემისფერ კედლებსა და აბაზანის ნიჟარის ერთფეროვან შეფერილობას, რაც სივრცეს დახვეწილობას სძენს.