2021 წლის მთავარი ფერები ინტერიერში

"მარადიული პალიტრა"

ოხრის და ყვითელი ფერის შთამაგონებელი ნეიტრალურ ფერთა პალიტრა –  იდიალური საბაზისო ფერებია ნებისმიერი,  როგორც ტრადიციული ასევე თანამედროვე  ინტერიერისთვის. მათ  სახლში შემოაქვთ პოზიტივი და ბალანსი  და ამსთან ერთად  არ  ახშობს ინტერიერს  თავისი ენერგით, კარგად ერწყმის ბუნებრივ მასალებს და ხელნაკეთ ნივთებს.

 

 

"დედამიწის პალიტრა"

ავთენტური დედამიწის  პალიტრა ასახავს ზღვის, ცისა და ნიადაგის ფერებს, რაც უზრუნველყოფს კავშირს ჩვენ  გარშემო არსებულ ბუნებრივ სამყაროსთან. ლურჯი და მწვანე ტონები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს და ქმნის თანამედროვე ინტერიერის. ბუნებრივი ხე, ძველებური ავეჯი, ცოცხალი მცენარეები, კერამიკა იდეალური არჩევანია   ამ ფერებით გაფორმებული  ინტერიერისთვის.

 

 

"ნდობის პალიტრა"

თბილი, ნეიტრალური ნაცრისფერის და ყავისფერის ნეიტრალურ ფერთა პალიტრა  ავსებს ერთმანეთს და ქმნის ჰარმონიას ბინაში. ეს დახვეწილი და ელეგანტური  ფერები კარგად ერწყმის თანამედროვე ავეჯს და მდიდრულ მასალებს, როგორიცაა ხავერდი, მარმარილო და სპილენძი. ღია ტიპის დაგეგმარების  ოთახში ფერთა ეს  ტანდემი ქმნის ინტიმურ, მყუდრო და თანამედროვე  გარემოს.

 

 

იფიქრეთ  არასტანდარტულად და შემოქმედებითად – 2021 წლის მთავარი წესი.

თქვენ შეგიძლიათ ზუსტად მიჰყევით ინსტრუქციებს  და გამოიყენოთ მხოლოდ მოცემულ ფერთა კომბინაცია ან დაუმატოთ მათ თქვენი საყვარელი ფერები, თუნდაც ავეჯის დახმარებით და შექმნათ უნიკალური, თანამედროვე  ინტერიერი. ექსპერტები გვირჩევენ შევეშვათ  ტრადიციული მეთოდებს და ვცადოთ რამე ახალი. არაა აუცილებელი ჭერი იყოს თეთრი, ხოლო ფანჯრები  ნეიტრალური ფერის- გაცდით საზღვრებს და იყავით ორიგინალურები, არ შეგეშინდეთ სიახლეების...