ოთახის 7 მცენარე, რომელიც ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს

ოთახის მცენარეები მხოლოდ გარეგნული სილამაზით კი არა, სარგებლიანობის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ, გთავაზობთ 7 უნიკალურ მცენარეს, რომელთა წყალობითაც თქვენ სახლში ყოველთვის სუფთა და ჯანსაღი ჰაერი იქნება.

 

ალოე ვერა 

ის ცნობილია არა მხოლოდ თავისი სამკურნალო თვისებებით, არამედ ხელს უწყობს მშვიდ ძილს, ვინაიდან ღამე გამოყოფს ჟანგბადის დიდ რაოდენობას. ალოე - უპრეტენზიო მცენარეა და არ ითხოვს ხშირ მორწყვას.  

 

 

სანსივიერა

სანსივიერა როგორც ვიზუალით, ისე გამძლეობით და ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა. სანსივიერა მოსასვლელადაც ძალიან მარტივია, ის არ საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, ის მორწყვას დაახლოებით კვირაში ერთხელ, ან თვეში ორჯერ საჭიროებს. ალოეს მსგავსად ისიც  ჟანგბადის  ღამე გამოყოფს ხოლმე. 

 

 

პალმა

ეს მწვანე მცენარე არა მარტო სილამაზით გამოირჩევა, არამედ გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს, მისი დიდი ფოთლები კი ანადგურებს ჰაერში არსებულ მავნე მიკრობებს და ასევე ატენიანებს მას.  

 

 

ფიკუსი

ის მის ირგვლივ სოკოვანი და მავნე ბაქტერიული ნივთიერებების გავრცელებას უშლის ხელს, ასევე წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან. ფიკუს სახლში ნათელი ადგილი უნდა მი­უ­ჩი­ნოთ, ამავდროულად უნდა მოარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს. 

 

სურო 

ეს ძალიან სასარგებლო მცენარეა. მშვენივრად ებრძვის ფორმალდეჰიდსა და ბენზოლს, ასევე ანადგურებს ობს. ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, უყვარს ჩრდილი. 

 

 

ტულასი 

ტულასი გამოიყენება  არა მხოლოდ კერძებისთვის, არამედ ჰაერის გასაწმენდადაც. ასევე მისი სურნელი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას. 

 

 

ორქიდეა

ეს მცენარე ჟანგბადს ღამით გამოყოფს, წმენდს ჰაერს ქსილოლისგან - მავნე ნივთიერებისგან, რომელიც შედის საღებავების შემადგენლობაში. ეს მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, მთავარია დღის განმავლობაში საკმარისი მზე ჰქონდეს.