სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რას სთავაზობს მთავრობა მრავალშვილიან და ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებს? 

იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია, იმ ფიზიკური პირების მაქსიმალური ხელშეწყობა, რომელთაც უძრავი ქონების შეძენა ან აშენება სურთ. ასევე, პროგრამა ემსახურება უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.  
პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს ან ახალდაბადებული შვილის  მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ და ძველ აშენებულ პროექტებში ასევე სახლის მშენებლობისთვის.

რას გულისხმობს სუბსიდირების პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან  ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწფო მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას მაქსიმუმ 8%-ის ოდენობით 5 წლის ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა  შეადგენს 200 000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში კრედიტ(ებ)ი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში. 

- პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, სესხით შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება შესაძლოა აჭარბებდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე - მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000 ლარიანი სესხის აღება.

 

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ:

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს ახალდაბადებული შვილი (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი)

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ყავს 3 ან მეტი შვილი და ამ პროგრამის ფარგლებში სესხს აიღებს 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;

ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

 

- პროგრამის მიზნებისათვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი,
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები

 

სუბსიდირების პროცენტი დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:  
თუ მსესხებელს ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეძენილი შვილი 1 ან 2 შვილი , პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.
თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.