რა უნდა გავითვალისწინოთ სააბაზანოს რემონტის დროს

სააბაზანო ყოველი სახლის  ერთ-ერთი გამორჩეულია ადგილია. ეს ალბათ ის ოთხია, რომელსაც ყოველდღიური სამზადისის დროს ყველაზე ხშირად ვიყენებთ და ამიტომ, აუცილებელია ის მაქსიმალურად კომპაქტურად და პრაქტიკულად მოვაწყოთ. 


1.არ გააკეთოთ ეკონომია ხარისხის ხარჯზე
ხარისხიანი მასალის შეძენა თავიდან აგარიდებთ  იმედგაცრუებებს და განმეორებით რემონტს. თანხის დაზოგვა გამართლებულია, მხოლოდ  ზედაპირულ ნივთებსა და აქსესუარებზე, მათი გამოცვლა მარტივია, ხოლო უხარისხო შიდა სანტექნიკა  მომავალში ძალიან ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ. 

2. იატაკის და კედლების ჰიდროიზოლაცია 
დეტალური ჰიდროიზოლაცია  თვიდან   აგარიდებთ  წყლის გაჟონვას  და მეზობლებთან კონფლიქტს.   აბაზანის ან საშხაპის დაყენების ეტაპზე არ დაგავიწყდეთ სანტექნიკასა და კედლის შეხების წერტილების დამუშავებაც, რადგან  თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ უმცირესი ღიობიდან წყალი ვერ გაჟონავს, მაგრამ  მცირე ნაპრალში გაჟონილი და დაგროვებული წყალი სოკოს გაჩენის მიზეზი აუცილებლად გახდება, ხოლო მისი მოშორება საკმაოდ რთულია. 

3. იზრუნეთ გაყვანილობის უსაფრთხოებაზე 
აბაზანაში უსაფრთხო ელექტრო გაყვანილობისთვის უნდა გამოიყენოთ სპეციალური ნესტგამძლე სადენები,  დენცქვიტა და ჩამრთველი.  არ დაგავიწყდეთ მათი დამიწება.  სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებისას გაითვალისწინეთ სააბაზანოს ფართი. 

 

სააბაზანო ოთახი



4. უზრუნველყავით ოთახის ტენგამძლეობა 
აბაზანაში ტენი  მაღლა ადის, ამიტომ საჭიროა ნესტგამძლე  ჭერი. აბაზანის ჭერის ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სახეობებს მიეკუთვნება: შეკიდული ჭერი (გამოირჩევა მრავალფეროვნებით და აქვს ხმის დახშობის კარგი უნარი), თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია (ექსპლუატაციის ხანგრძლივი დრო და ზედაპირის მომზადების აუცილებლობის არ არსებობა) და  მოჭიმული ჭერი (საფარს არ უჩნდება სოკო და ის არ ექვემდებარება სხვა მიკროორგანიზმების ზემოქმედებას. არ იკეთებს კონდენსატს). 
ოთახში ტენიანობის შემცირებაში დაგეხმარებათ ძლიერი გამწოვი და იატაკის გათბობა. 

5. შეარჩიეთ სწორი განათება 
აბაზანისთვის გაითვალისწინეთ სინათლის რამდენიმე წყარო: მთავარი განათება საშუალებას მოგცემთ თანაბრად გაანათოთ ოთახი, ხოლო  მიმართული  სანათები საშუალებას მოგცემთ დაყოთ ოთახი ფუნქციონალურ ზონებად.