ლოფტი- თანამედროვე და თავისუფალი ადამიანების სტილი

თანამედროვე ბინების და კერძო სახლების ინტერიერი ძირითადად ორიენტირებულია  შემოქმედებით, ორიგინალურ  და რისკის მოყვარულ ადამიანებზე, რომლებსაც სურთ მყუდრო გარემოს მოწყობა. ინტერიერის დიზაინის მრავალი სტილი არსებობს, ერთადერთი რამ რაც მისი შერჩევისას  უნდა გაითვალისწინოთ  თქვენი და თვენი ოჯახის წევრების ცხოვრების სტილია. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ  ლოფტის სტილი, რომელიც მორგებულია თანამედროვე, კრეატიული და თავისუფალი ადამიანებზე...ლოფტის ტექნიკური თვალსაზრისით აღწერა: ბევრი სივრცე და არანაირი ტიხრები, ღია კომუნიკაციები, ბეტონის ჭერი და კედლები. ლოფტი ითვალისწინებს ერთიან სივრცეს, რომელშიც ზონირება ხდება ავეჯის დახმარებით, ამ ტიპის ინტერიერში გამოყოფილია მხოლოდ სააბაზანო ოთახი და იშვიათ შემთხვევაში საძინებელი. 

მთავარი მახასიათებლები
ლოფტმა თავისი განვითარების სამი ეტაპი გაიარა:
პირველი ეტაპი არის კლასიკური ლოფტი- ყველაფერი ერთ სივრცეში, ჭერის ნაცვლად ბოძები, გაყვანილობა, დიდი ვიტრაჟები.
მეორე ეტაპი-  ამ ეტაპს შორის ძირითადი განსხვავება ტექნიკური აღჭურვილობის დონეა- ძირითადად ლოფტის მოსაწყობად იყენებენ ექსკლუზიურ ავეჯს და ტექნიკას
მესამე ეტაპი- ეს არის ლოფტის სტილის თანამედროვე საცხოვრებელ გარემოში გადმოტანა, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსის სტუდიოს ტიპის ბინაც კი ლოფტად აქციოთ

სტილის მთავარი მიზანი თავისუფალი ზონირებაა, ამ სტილის ბინაში ძირითადად გადატიხრული მხოლოდ აბაზანა, დანარჩენი ზონები ერთიან სივრცეშია. გარეგნული გაფორმებისას კი გამოყენებული ბეტონის და აგურის დაუმუშავებელი კედლები.რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ამ სტილის ინტერიერის მოწყობისას:

-ფერები:
ფერების შერჩევაში შეზღუდვა არ გაქვთ, რადგან ლოფტი –  ექსკლუზიურ  დიზაინად ითვლება, ამიტომაც ფერების სრულად თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. კედლებზე იგივეს თქმა არ შეიძლება, რადგან ლოფტის მთავარი სავიზიტო ბარათ "შიშველი" კედლებია –ისინი უნდა იყოს ან ბეტონის ან აგურის დაუმუშავებელი ზედაპირი. იატაკი უნდა იყოს ხის ან ბეტონის. ჭერი როგორც იატაკი უნდა იყოს ბეტონის ხოლო სახლში შემომავალი კომუნიკაციები იყოს ღია, თუ არ მოგწონთ ღია მილები მათ დასაფარად შეგიძლიათ გამოიყენოთ რკინის კონსტრუქციები. თქვენ უკვე იცით ინტერიერის  ძირითადი მონახაზი ამიტომაც ფერსაც ამ დეტალებიდან გამომდინარე შეარჩევთ.

-ლოფტის სტილის ოთახები
ლოფტის სტილის სივრცე – ეს არის ერთიანი სივრცე. ტიხრების, ძელების და სხვა მსგავსი კონსტრუქციების პირვანდელი იერი. მაქსიმალური სივრცე, შუქი და ჰაერი... ლოფტისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ელემენტს დიდი ფანჯრები წარმოადგენს, ამიტომ კარგი იქნება თუ გაქვთ  მათი გადიდების საშუალება  გამოიყენეთ ეს შანსი რაც უფრო დიდი იქნება ფანჯრები- მით უფრო მეტი ბუნებრივი სინათლე შემოვა. თანამედროვე ლოფტში საერთო სივრცისგან გამოყოფილია საძინებელი და სააბაზანო. სურვილიდან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ  საძინებელი საერთო სივრცეში მიაქციოთ და მის ზონირება მხოლოდ  ავეჯით მოახდინოთ- ეს თქვენი გადასაწყვეტია. ამ სტილში გამოიყენება მინიმალური ავეჯი,  ავეჯის განლაგებაც უნდა იყოს იმდენად მსუბუქი, რომ  სივრცე არ დაიკარგოს. კედლების გაფორმებისთვის შეგიძლიათ  გამოიყენება პოსტერები, ნახატები და პრინტები, ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მოუხდება ბეტონის ან აგურის კედლებს. ლოფტის მთავარი პრინციპი- როდესაც ამ სტილის ინტერიერში იმყოფებით , თქვენი თვალისთვის ოთახის ნებისმიერი კუთხე მარტივად დასანახი და აღქმადი უნდა იყოს. 

-ლოფტის სტილის ინტერიერის ავეჯი
ფუნქციონალური ავეჯი – ამ სტილისთვის მიღებულია თანამედროვე დიზაინის ავეჯისა და გასული საუკუნის დეტალების კომბინირება. ირჩევენ ნეიტრალურ ტონებს ან პრიალა აქცენტებს.  ლოფტის აურის შესაქმნელად, აუცილებელია რამდენიმე მასალის გამოყენება, ამიტომ ინტერიერის  მოსაწყობი ავეჯი ძირითადად დამზადებულია:  ხის,  მეტალის, ტყავის და მათი კომბინაციისაგან. მასიური ტყავის დივანი, მრავალფუნქციური სავარძლები,  ძველებური სკივრები (ჟურნალის მაგიდის ნაცვლად), ხის მაგიდა და სხვა ორიგინალური ინდუსტრიული სტილის მქონე ავეჯი- მათი კომბინაცია ჰქმნის  ინდუსტრიულ სტილს  ლოფტის ყველაზე პოპულარულ სახეობას, ქარხნის ინტერიერით შთაგონებულ კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. დეკორის ელემენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი წიგნები და ნივთები, მცენარეები, ნახატები და ძველებური ჭურჭელი(სამზარეულოსთვის).

გამწვანება – ინდუსტრიული სტილის ინტერიერს   განსაკუთრებულ სიცოცხლეს და სილამაზეს სძენს;
წიგნები – იატაკზე რამდენიმე სართულად დაწყობილი წიგნებზე შემოდგმული მაგიდის სანათი ნებისმიერ ოთახს ორიგინალურ და გამორჩეულ იერს სძენს;
მეტალის და ხის კომბინაცია – ასეთი ტიპის თაროები, ზედ ფერადი წიგნებით  ინტერიერში ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეს ჰქმნის.

ამ სტილის ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ ინტერიერში ლოფტის სტილს, მისი ძირეული ელემენტების დამატებით, ნებისმიერი გეგმარების სივრცეში შექმნით.