რა შევცვალოთ სახლში გაზაფხულის მოსვლასთან ერთად

გაზაფხული განახლების და ცვლილებების დროა. წელიწადის ამ დროს ყველაფერი იცვლება და ამ დროს სახლის ინტერიერი არაა  გამონაკლისი. მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ, როგორ გამოვიდეთ ზამთრიდან და  როგორ  დავხვდეთ თბილ ლამაზ სეზონს- გაზაფხულს. თუ გსურთ იგრძნოთ საგაზაფხულო განწყობა - დაიწყეთ მისი შექმნა სახლში. მზიანი დღეების დაწყებასთან ერთად, ისევე როგორც ბუნება, ინტერიერიც გარდაქმნას საჭიროებს.  სწორად შერჩეული დეკორი, დიზაინის მარტივი ტექნიკა, ახალი ტექსტილი, ავეჯის გადაწყობა და უბრალო რეგულარული დასუფთავებაც კი ხელს შეუწყობს სახლის სიცოცხლითა და სიხალისით  ავსებას. გთავაზობთ რჩევებს რომლის გამოყენების შემთხვევაშიც თქვენი სახლში საგაზაფხულო განწყობას შემოიყვანთ

დაამატეთ ნათელი აქცენტები
დაივიწყეთ მოსაწყენი ჩამქვრალი ფერები. კონტრასტული ღია ფერები  არა მარტო მიანიჭებენ თქვენ ინტერიერს  დინამიკას და სიღრმეს  არამედ შესაძლებლობას მოგცემთ სივრცე ფუნქციონალურ ზონებად დაყოფის საშუალებას. ეფექტურ შეიძლება იქცეს დეკორატიული ბალიშები,  თხელი გადასაფარებლები, მაგიდის სანათი, საწოლის თეთრეული და სხვა. მოსაწყენი იატაკზე შეიძლება ლამაზი დეკორატიული ხალიჩის დაგება. გახსოვდეთ -ინტერიერის რადიკალურად შეცვლა უმცირეს დეტალებსაც კი შეუძლიათ. 

გადააადგილეთ ავეჯი
გაზაფხულზე როგორც არასდროს ინტერიერში უფრო მეტი სივრცის შემოტანა გვჭირდება. ამის მიღწევა მხოლოდ ავეჯის გადაადგილების მეშვეობითაც შეგიძლიათ. შიდა სივრცის რეორგანიზაცია საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ შეხედოთ სახლს ახლებურად, არამედ გახდის მას უფრო კომფორტულს. ეცადეთ განთავისუფლდეთ არასაჭირო ნივთებისგან. წინასწარ იფიქრეთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული სივრცე , არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. ინტერიერის განახლების კიდევ ერთი მეთოდს  ბინის ზონებად  დაყოფა წარმოადგენს. ზონირებისთვის  შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯი, კარადით  მინის ტიხრებით და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული შირმით. 

ახალი მცენარეების დამატება
ღია, ცოცხლი ფერები, მეტი ჟანგბადი, მეტი სიცოცხლე ინტერიერში- ეს ყველაფერი მცენარეებს შეუძლია. ჟურნალების მაგიდაზე  ლარნაკში ჩადებულ ერთ პატარა თაიგულსაც კი შეუძლია ბინაში საგაზაფხულო განწყობის შემოტანა. მცენარეების  მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ ისეთი  ყვავილები, რომლებიც თქვენი ცხოვრების რიტმს მოერგებიან. კომპოზიციის დასასრულებლად შეურჩიეთ თქვენ საყვარელ მცენარეებს/ ყვავილებს  ლამაზი და ორიგინალური ლარნაკი/ქოთანი. სამზარეულოში  ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ დარგოთ მწვანილები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ — ქინძი, რეჰანი, პიტნა, ოხრახუში ან როზმარინი.

მეტი ბუნებრივი განათება
მზის სხივების დადებითი როლი ადამიანებზე დიდი ხანია შესწავლილია და მას ფართოდ იყენებენ არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში. ბუნებრივი განათება ინტერიერში მნიშვნელოვანია ჯანსაღი, კომფორტული და სასიამოვნო  გარემოს მოსაწყობად, ამიტომ ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, ინტერიერს განსაკუთრებით ბევრი ბუნებრივი განათება სჭირდება.  უპირველეს ყოვლისა,  დაიწყეთ  ზამთრის ფარდების შეცვლით  მძიმე ქსოვილები ჩაანაცვლეთ ჰაეროვანი, მსუბუქი ტექსტილით. ბინაში მაქსიმალური შუქის შემოსაშვებად გაათავისუფლეთ ფანჯრის  რაფები ზედმეტი ნივთებისგან. ინტერიერში ბუნებრივი განათების ზემოქმედების გაზრდის მიზნით რეკომენდირებულია სარკეების, ამრეკლავი ზედაპირის მქონე ნივთების და ავეჯის გამოყენება.   გამოყენებით ბინაში შემოსული სინათლე კარგად აირეკლება და გარემოც  უფრო ნათელი გახდება. სარკეების ინტერიერში გამოყენება ბუნებრივ განათებასთან კომპოზიციით, დამატებითი სივრცის აღქმას უზრუნველყოფს.

საგაზაფხულო სურნელი
ბინაში კომფორტს და სიმყუდროვეს მხოლოდ ავეჯი არ ჰქმნის.სურნელი, რომელიც სახლში შესვლისას გვხვდება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენ განწყობაზე. ადამიანის ტვინი გარემოს არომატებით იმახსოვრებს. სწორედ არომატი ქმნის პირველ შეგრძნებას, განსაკუთრებით, დახურული სივრცის აღქმისას. სახლში სასიამოვნო სურნელის დასაყენებლად ძირითადად გამოიყენებენ : ეთერზეთებს, სურნელოვან სანთლებს, დიფუზორებს და სხვადასხვა არომატის მქონე სპრეის.  გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ შერჩეული სურნელი  ჰარმონიაში უნდა იყოს, როგორც  ინტერიერთან ასევე წელიწადის დროსთანაც. საგაზაფხულო განწყობის შექმნაში დაგეხმარებიან — ჟასმინი, ბამბუკი, სუმბული, ბერგამოტი, შავი მოცხარი და  ციტრუსები.