დეკორის 8 ელემენტი, რომელიც ყველას ავიწყდება

ყველამ ვიცით, რომ რემონტის და ბინის მოწყობის დროს ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი- ყველაფრის კონტროლი და ყველაფერზე ერთნაირი დროის გამოყოფა ფაქტიურად შეუძლებელია, ამიტომ ხშირად გვავიყდება ზოგიერთი თითქოს უმნიშვნელო დეტალი, რომლებზეც ცოტა დიდხანს ფიქრიც საბოლო ჯამში ჩვენ ინტერიერს უფრო ლამაზ და და ჰარმონიულ იერს შესძენდა.

გთავაზობთ ინტერიერის ყველაზე მივიწყებუი დეტალების ჩამონათვალს, რომლებისთვისც ცოტა უფრო მეტი დროის დათმობა ნამდვილად ღირს:

საწოლის თავი
საძინებლის ინტერიერის დიზაინში საწოლის თავმა  შეიძლება აქცენტური დეკორის ელემენტის როლი შეასრულოს. საინტერესო ფერი, ფორმა, მატერია ამ ყველა დეტალის სინთეზს ინტერიერში განწყობის შექმნა შეუძლია.  

ვიტრაჟები
ფერადი ვიტრაჟები-ეს დეკორატიული ელემენტი ყოველთვის ძვირი ღირდა -ოსტატების მუშაობის უნიკალურობის, ფრაგმენტების შერჩევის სირთულის, შეერთების პროცესის ხანგრძლივობის გამო. დღეს ინტერიერში ვიტრაჟები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც სურს თავისი სახლის დიზაინს განსაკუთრებული ელფერი შესძინოს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მათი წარმოება გამარტივდა. ვიზუალურად ისინი   არანაირად არ ჩამოუვარდებიან ძველებურ ვიტრაჟებს.

სანათები
სინათლე ქმნის განწყობას და განსაზღვრავს ოთახის ზომას. კარგი დიზაინისთვის სინათლის ტიპის, ფერის და ინტენსივობის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. განათება ჩვენ განწყობებზეც დიდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომაც ბინაში განათების სწორად შერჩევა  საპასუხისმგებლო საქმეა.

აბაზანის აქსესუარები
ტექსტილის მსგავსად, სააბაზანოსა და ტუალეტის აქსესუარები უნდა შეირჩეს ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას. წინასწარ შეარჩიეთ ყველა დეტალი  ფერი, ფორმა, ზომა  და ადგილმდებარეობა. 

ფიტინგი
მილსადენის შემაერთებელი ნაწილი; აყენებენ მილსადენის განშტოების, მოხვევის, სხვა დიამეტრზე გადასვლის ადგილებში. ოქროს და სპილენძის ფიტინგები და მილები — აბაზანის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენცია, ამიტომაც ბაზარზე მათი უამრავი სახეობა გამოჩნდა.

ავეჯის სახელურები
ორიგინალურ, დახვეწილ  სახელურს ნებისმიერი ავეჯის ვიზუალის  მთლიანად გარდაქმნა შეუძლია. ამ ფაქტის გათვალისწინებით ზოგი ყიდულობს შედარებით დაბალ ფასიან ავეჯს და განსხვავებულ, ლამაზ სახელურებს- მათი სინთეზით კი იღებენ ორიგინალურდა მდიდრული იერის მქონე ლამაზ ავეჯს. 

მინის ქანდაკებები და დეკორი
სახლში შეიძლება უამრავი სახის ფორმის და დანიშნულების მინა არსებობდეს, რომელთა ჰარმონიულობაც ინტერიერის დიზაინს დამატებით ხიბლს შესძენს. ფანჯრები, აბაზანის წყლისგან დამცავი მინა, მინის დეკორი, სამზარეულოს ჭურჭელი, მინის შირმა- ტიხარი- ამ ყველა დეტალს სწორი და გაზრებული შერჩევა სჭირდება.  

დეკორატიული ლარნაკი(კაშპო)
თუ მცენარეები გიყვართ, ჯობია წინასწარ იფიქროთ იმაზე, თუ რომელი ქოთნები მოუხდება თქვენ ინტერიერს, ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ 2–4  წელიწადში ზოგიერთ მცენარეს უფრო დიდ ქოთანში მოუწევს გადარგვა.