რა უნდა ვიცოდეთ ბინის შეძენის დროს – 9 რჩევა

1. ფინანსური შესაძლებლობები
ბინის შეძენა ნებისმიერ შემთხვევაში საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე  ჯერ გონივრულად უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები(არ გაგიგრძელდეთ რემონტი და არ აღმოჩდეთ ფინანსურ ჩიხში). 

წინასწარ განსაზღვრეთ ბიუჯეტი

2. უბანი
უბნის არჩევას ძირითადად ჩვენი ფინანსური მდგომარეობა განაპირობებს. უბნის არჩევა კონკრეტული ბინის დათვალიერებამდე უნდა მოხდეს.
ამ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ფაქტორებს როგორიცაა:

-ფასი,ტერიტორიის სიმშვიდე / უსაფრთხოება,

-ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა,

-მანძილი ქალაქის ცენტრამდე,

-მანზილი სამსახურამდე,

-მანძილი ახლობლებამდე,

-მთავარ ქუჩაზე მოხვედრის სისწრაფე,

-ეკოლოგია.

ამ კრიტერიუმების მნიშვნელობა დამოკიდებულია თქვენ პრიორიტეტებზე. ზოგს უნდა სამსახურთან ახლოს ცხოვრება, ზოგს სკოლის და ბაღის სიახლოვე, ზოგისთვის კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია.
ჩამონათვალში ფასი პირველ ადგილას ტყუილად არ დგას. უმეტეს შემთხვევაში უბნის არჩევა ძირითადად ფასზეა დამოკიდებული, რადგან  გარე და ცენტრალური უბნების ფასი ერთმანეთისგან  ყოველთვის მკვეთრად განსხვავდება. 
სწორად განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები

3. გარემოცვა
რა სახის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს სახლთან ახლოს? კარგია თუ ყველა საჭირო ობიექტი ახლოს გექნებათ

-მაღაზია/სავაჭრო ცენტრი

-აფთიაქი,

-ბანკი,

-საზოგადოებრივი ტრანსპორტის გჩერებები/მეტროსადგური,

-პოლიკლინიკა,

-ბაღი,

-სკოლა.

ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების სიახლოვე დამოკიდებულია თქვენ საჭიროებებზე. თუ გყავთ ბავშვები პრიორიტეტია სკოლა, თუ არ გყავთ მანქანა პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბინის შერჩევამდე უბნის დათვალიერება.

4. პერსპექტივა
ექსპერტები ბინის შეძენამდე მისი საინვესტიციო პოტენციალის შეფასებას გვირჩევენ. გაითვალისწინეთ საცხოვრებელი უბნის პერსპექტიულობა, რამდენად მიმზიდველი იქნება ის მომავალში.  ამიტომაც ბინის არჩევის დროს არ მოგერიდოთ დეველოპერისგან ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მოთხოვნა. 

5. პარკინგის ხელმისაწვდომობა
დღეს ქალაქში საპარკინგე ადგილი ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხზე ბინის შეძენის გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად უნდა იფიქროთ. ბინის არჩევისას შეამოწმეთ რამდენად მარტივად შეძლებთ მანქანის გაჩერებას. 

6. სართული
ტრადიციული რჩევა- არ აირჩიოთ პირველი და ბოლო სართულები.
რატომ არ უნდა ვქნათ ეს?
პირველი სართული– მინუსები: ნაკლები უსაფრთხოება,  ნესტი, ნაკლები პრივატულობა და სახლის გათბობის პრობლემა. პლიუსები: გადასვლისას არ მოგიწევთ ავეჯის მაღალ სართულებზ  ატანა, კანალიზაცის გაუმართაობის შემთხვევასი არ მოგიწევთ მეზობლისთვის რემონტის კეთება.
რაც შეხება ზედა სართულს აქ ყველაფერი პირიქითაა. მხოლოდ იმის დამატებით, რომ დროთა განმავლობასი შეიძლება სახურავის პრობლემებმაც შეგაწუხოთ. პლიუსებიდან ემატება ის რომ ზედა მეზობლები ვერ შეგაწუხებენ,  ამიტომაც ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაშიი მშენებლობის ყველა დეტალი კარგად გადაამოწმეთ.
სართულის არჩევისას ოპტიმალური ვარიანტი – 4-7 სართულებია.

7. დაგეგმარება
შიდა ტიხრების  განლაგების არჩევანი მეტწილად პირადი გემოვნების საკითხია. დღეს დეველოპერული კომპანიები მომხმარებლების ნებისმიერ სურვილს ასრულებენ.

8. ყიდვის საუკეთესო დრო
ყველა დეველოპერულ კომპანიას აქვს აქციები და შეთავაზებები, მაგრამ მათ შორის საუკეთესოს ლოდინმა და გადაწყვეტილების მიღების გაწიანურებამ შეიძლება სასურველი ბინა დაგაკარგვინოთ. ამიტომ როდესაც შერჩეული ბინა თქვენ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, დაელაპარაკეთ დეველოპერს, ყოველთვის შეიძლება კომპრომისის პოვნა. 

9. დოკუმენტაცია
ყველაზე მნიშვნელოვანი- შეამოწმეთ დეველოპერი, გაეცენით ხელშეკრულებას, შეამოწმეთ კომპანის შესახებ ინფორმაცია. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა.


და ბოლოს
გახსოვდეთ იდეალური ბინა არ არსებობს. ბინის შეძენა- მითუმეტეს მცირე ბიუჯეტით გულისხმობს ბალანსის პოვნას. შენაძენის გაკეთებამდე დაფიქრთ თქვენ პრიორიტეტებზე, გაანალიზეთ ყველა პლიუსი და მინუსი, დასვით ყველა საჭირო კითხვა და მხოლოდ ამის მერე მიიღეთ გადაწყვეტილება.