სარკე-უნივერსალური ნივთი ინტერიერში

სარკის ფუნქციები და განთავსების წესები

დეკორის მაგიური ელემენტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ არის დაფასებული. მისი ადგილმდებარეობა უმეტეს შემთხვევაში შემოიფარგლება მისაღები, საბაზანო და  საძინებელი ოთახებით, მაგრამ დიზაინის განვითარებასთან ერთად  სარკების უტილიტარული ფუნქცია ნელ-ნელა წარსულს ბარდება. სარკეების სწორ გამოყენებას შეუძლია ინტერიერს ახალი სიცოცხლე  შესძინოს. საცხოვრებელ ფართში მეტი სინათლის და ჰაერის შემოტანით.

ამრეკლი ობიექტის პოტენციალი მართლაც დიდია, სახლის გაფორმებისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ მისი ძირითადი ფუნქციები: 

-ოთახის მოცულობის კორექცია - სარკე ვიწრო დერეფნების და პატარა ოთახების ნამდვილი მხსნელია, მაგრამ ის ამ დავალებას მარტო ვერ გართმევს თავს;  
-ვიზუალური ილუზიის შესაქმნელად და სივრცის გასაზრდელად დაგჭირდებათ სხვადასხვა ზომის რამდენიმე დეკორატიული ელემენტი;
-სინათლის არეკვლა- იატაკის ამრეკლი ზედაპირით მოპირკეთება ოთახში დამატებით ბუნებრივ განათებას შემოიტანს, ხოლო ჭაღის ან კედლის სანათის უკან დამაგრებული ამრეკლი ზედაპირის გაზრდის განათების  დონეს;
-ინტერიერის ხარვეზების გამოსწორება - არასტანდარტული კონფიგურაცია, რელიეფური დეკორი, ამრეკლი ზედაპირის მქონე ელემენტები, რომლებიც სივრცეში იკარგება. 

სარკე - უნიკალური ინტერიერის შესაქმნელი შეუცვლელეი ასისტენტი. ორიგინალური დეკორი შემატებს თქვენ სახლს ინდივიდუალიზმს და ელეგანტურობას.  პროექტის დიზაინის შედგენის დროს უნდა გაითვალისწინოთ განთავსების  რამდენიმე წესი: -სარკის ზედაპირისთვის არ არის რეკომენდირებული პირდაპირი მზის სხივები(უფერულდება).მისთვის კარგია გაფანტული ბუნებრივი განათება; 
-არ არის რეკომენდებული სარკის და დიდი ავეჯის ახლოს განთავსება (დიდი დივანი, მასიური გარდერობი), რადგან ეს ზედმეტი მოცულობის ეფექტს ქმნის;
-რაოდენობას აქვს მნიშვნელობა -არ გადატვირთოთ ინტერიერი;
-ნივთების პარალელური  განლაგება  ვიწრო დერეფნებში და ოთახებში ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

სწორად ჩამოკიდებულ სარკეს შეუძლია სივრცე უფრო დიდი გამოაჩინოს და ბნელი ოთახი უფრო ნათელ სივრცედ აქციოს.

სარკეები სხვადასხვა ოთახში

მისაღები ოთახი
მისაღები ოთახისთვის სარკეებით გაფორმების ნებისმიერი ვარიაცია მისაღებია. პატარა მრგვალი და კვადრატული სარკეები კედლებზე, ან დიდი მასიური სარკე, რომლსაც   ერთი  მთლიანი კედელი უჭირავს. არჩევანი დამოკიდებულია ტერიერის სივრცეზე და დიზაინზე. მისაღები ოთახში ყველაზე ხშირად გამოიყენება არასტანდარტული ფორმის სარკეები, რომლებიც  ხელოვნების ნიმუში უფროა ვიდრე უბრალო ამრეკლი ზედაპირი.

სამზარეულო 
სარკე სამზარეულოში ძალიან იშვიათად გამოიყენება, რადგან  მისი კედლების მოსაპირკეთებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული მასალაა კერამიკა, რომელსაც უკვე  პრიალა ამრეკლი ზედაპირი აქვს. სარკეების გამოყენებით შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ რომელიმე ზონაზე ან შეავსოთ ინტერიერი პატარა კედლი, თუ ინტერიერის დიზაინი ამას მოითხოვს.  

ასევე თუ სამზარეულო გადატვირთულია მასიური  ავეჯით  სივრცის ვიზუალური გაზრდის მიზნით, ამრეკლ ზედაპირებს იყენებენ არა მხოლოდ კედლის დეკორაციებისა და აქცენტების სახით, არამედ ავეჯის გარე ნაწილის მოსაპირკეთებლადაც. 

აბაზანა
როგორც წესი სააბაზანოში პირსაბანს სარკესთან ერთად ამონტაჟებე, თუმცა უკეთესი და პროფესიონალური ვიზუალის მისაღებად სჯობს ამ სარკეს ლამაზი ჩარჩო დაუმატოთ. 

საძინებელი
ზოგი ადამიანი თვლის, რომ სარკე საძინებელში საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგადად კლასიკურ საძინებელში სარკე დეკორის ელემენტი და ის განცალკევებით დგას, ხოლო მცირე ზომის საძინებელში სარკე ჩაშენებუი კარადის ელემენტია. თანამედროვე სტილის საძინებელში შეგიძლიათ ამრეკლი ზედაპირით აქცენტური კედელი მოაპირკეთოთ.

შემოსასვლელი
თუ პატარა შემოსასვლი გაქვთ, სარკე ვიზუალურად გააფართოებს ადგილს. აქ მაგიდის მაღლა სარკის ჩამოკიდება თქვენს შესასვლელს უფრო მეგობრულ იერს შესძენს, თანაც სახლიდან გასვლისას სარკეში ჩახედვა ვიზუალის საბოლოოდ შესასწორებლადაც  მოსახერხებელია.