როგორ დავდგათ საწოლი საძინებელში სწორად

ფაქტია, რომ ჩვენი ცხოვრების ერთ მესამედს საძინებელში ვატარებთ, ამიტომაც მისი კომფორტულობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ყველამ ვიცით, რომ სრულფასოვანი, ჯანსაღი ძილი კარგი განწყობის საწინდარია და ის ფაქტიც, რომ ჯანმრთელ ადამიანს დღე-ღამეში დაახლოებით 8 საათი უნდა ეძინოს. ბევრი არ უკვირდებით იმ ქაქტს, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანიც კი  გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. ამიტომაც საძინებლის მოწყობისას ჩევნ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ასპექტი:

1. საწოლის სწორად შერჩევა
უპირველეს ყოვლისა საწოლი უნდა იყოს  კომფორტული და ზომიერად მყარი. ასევე საწოლის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ  ოთახის ზომაც, რომელშიც მის განთავსებას გეგმავთ. 

2. საწოლის სწორი განლაგება
უმეტეს შემთხვევაში, საწოლის განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემები არასტანდარტულ საძინებელ ოთახებში გვხვდება. ამიტომაც რაიმე კონკრეტული მითითებების შესრულება ცოტა ძნელია. 

მოდი განვიხილოთ რამოდენიმე ვარიანტი:

 

 

1. საწოლი კედელთან- შესანიშნავი ადგილმდებარეობა. არ აქვს მნიშვნელობა ,საწოლზე ზიხართ თუ წევხართ, ნებისმიერ მდგომარეობაში, საწოლიდან მთელი ოთახი უნდა ცანდეს- ასე თავს უფრო მსვიდად და კომფორტულად იგრძნობთ;

2. საწოლის თავი ფანჯარასთა- არ არის კარგი გადაწყეტილება. მსგავსი განლაგება აჩენს  დაუცველობის შეგრნებას. თუ სხვა გზა არ გაქვთ მაშინ სიმყუდროვისთვის  დაკიდეთ  სქელი ფარდები;

3. საწოლი საძიბელის შუაში- არ არის კარგი გადაწყვეილება, რადგან როგორც ფანჯრის შემთხვევაში თქვენ თავს არ იგრძნობთ დაცულად, რაც უარყოფითად  აისახება ძილის ხარისხზე, დაშესაბამისად გავლენას იქონიებს-  როგორც   თქვენ ცფსიქოლოგიურ ასევე ფიზიკურ ჯამრთელობაზე;

4. საწოლი საძინებლში შესასვლელი კარის გვერდით- არ არის კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ოთახი არ გძლევთ მისი სხვაგავარად განთავსებს შესაძლებლობას, მაშინ განათავსეთ საწოლი ისე, რომ კარის გაღების დროს ის მთლიანად არ გამოჩნდეს. ასევე შეგიძლიათ საწოლის ბოლოს დადგათ რაიმე ნივთი, რომელიც დაფარავს საწოლს- ეს შეიძლება იყოს: ხის დასაკეც შირმა, მცენარე ან წიგნების ვიწრო კარადა.