ინტერიერის მოწყობისას დაშვებული 7 უხეში შეცდომა

რა თქმა უნდა, არ არსებობს სრულყოფილი ინტერიერი- თითოეული სახლის დიზაინი ძალიან ინდივიდუალურია და მისი დეტალები მთლიანად მფლობელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა გათვალისწინების შემთხვევასი თქვენ ნამდვილად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას. 

მთელი ავეჯის კედელთან განთავსება

გააზრებული დაგეგმვა — ჰარმონიული და ლამაზი ინტერიერის წარმატების გასაღები. ოთახსი ავეჯის განთავსებისას ეცადეთ ერთი კედელი მაინც დატოვოთ თავისუფლად, ეს თავიდან აგაცილებთ შოურუმის  შეგრძნებას. მაგალითად, შეგიძლიათ მოათავსოთ დიდი სავარძელი ოთახის კუთხეში ან დივანი მისაღები ოთახის ცენტრში.

ძალიან ბევრი სხვადასხვა ფერის შერევა

ოთახში ერთდროულად რამდენიმე მკვეთრი ფერის შეტანით თქვენ ძალიან გადატვირთავთ მას. ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად: არ გამოიყენოთ სამ მვეთრ ფერზე მეტი. თუ გსურთ ბევრი ფერის გამოყენება მაშინ აირჩიეთ ერთმანეთში გარდამავალი ან პასტელური ფერთა გამა- ამით თქვენი ინტერიერი უფრო ჰარმონიული იქნება.

მრავალფეროვანი დეკორაციების და ორნამენტების სიმრავლე

ჰარმონია იქმნება მაშინ, როდესაც ყველა ელემენტი ერთად მოქმედებს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჰარმონია მხოლოდ ერთი ფერის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ფორმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ფორმის, ზომისა და სტრუქტურის მიხედვით. ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში თქვენ თავიდან აიცილებთ არეულ და გადატვირთულ ინტერიერს.

1.ერთანიარი ფერის სხვადასხვა ორნამენტები

2.სხვადასხვა ფერის იდენტური ორნამენტები

სხვადასხვა ელემენტების სიმრავლე

ავეჯის და დეკორის ელემენტების სიმრავლემ შეიძლება მთლიანად გააფუჭოს ბინის ინტერიერი. დაიცავით ოქროს წესი- სჯობს ცოტა და ხარისხიანი ვიდრე ბევრი და უხარისხო (არაესთეტიური)

არასწორია მოსაზრება, რომ ინტერიერის ყველა ობიექტს აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება  

რა მოხდება, თუ პუფს ან სკამს  მაგიდად აქცევთ?  ან წიგნების თაროს  ოთახის გამყოფად  გამოყენება? ნივთისთვის დანიშნულების შეცვლა— თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენცია.  

სწორი განათების მნიშვნელობა

განათება ოთახის ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ძირითადი (ჭაღი) განათება მთლიან ოთახში სინათლის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო  ჭერში ან კედლებში ჩამონტაჟებული მცირე ზომის რბილი სინათლე თქვენი სახლის უფანჯრო ოთახს სიხალისესა და სიცოცხლეს შესძენს. მათი ინტენსივობის  ყველა ოთახში   საჭიროებების შესაბამისად მართვის შესაძლებლობა კი საშუალებას მოგცემთ შექმნათ თქვენ სურვილებზე მორგებული გარემო. 

"ყალბი" მასალები 

მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც  აკეთებენ ნამდვილი ქვის ან სხვა მასალის იმიტაციას  იაფასიანი იერი აქვთ. 

პროპორციების მნიშვნელობის დავიწყება

დიდი ოთახი დიდი ავეჯით? ეს არ არის სწორი და არც მცირე  ოთახი და პატარა ავჯი. პროპორციას ინტერიერის დიზაინის შექმნის დროს ძალიან დიდი მნისვნელობა ენიჭება. დიზაინში ბალანსი წონასწორობის განცდას ქმნის. ეს ყველაფერი არის ობიექტების ვიზუალური წონის გათანაბრება ან მიახლოება. ბალანსი იქმნება არა მხოლოდ ფორმის, არამედ ფერის, ნიმუშისა და ტექსტურის საშუალებით.