10 მცენარე, რომელიც ბინაში ჰაერს ატენიანებს

გამომშრალმა ჰაერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენ  ჯანმრთელობაზე - გარდა იმისა, რომ ის იწყებს კანის გამოშრობას და ყელის ტკივილს, ის ასევე ბევრად უფრო სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენ ორგანიზმს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბინაში "კლიმატის" მონიტორინგი. ამაში თქვენ ოთახის მცენარები დაგეხმარებიან —  ისინი არა მარტო დაატენიანებენ თქვენ სახლSი არსებულ ჰაერს, არამედ გაწმენდენ კიდევაც მას. 

ქლოროფიტუმი

კვლევებმა აჩვენა, რომ ქლოროფიუმი უფრო ეფექტურად ებრძვის მშრალ ჰაერს  ვიდრე სხვა მცენარეები. ის ასევე ამცირებს მძიმე ლითონებისა და მათი ნაერთების კონცენტრაციას და  ათავისუფლებს ჰაერს მიკროორგანიზმებისგანაც.  ერთი მოზრდილი ქლოროფიტუმი დღე-ღამის განმავლობაში ოთახში ჰაერს მთლიანად ასუფთავებს მავნე მინარევებისგან.  რაც მთავარია, ეს მცენარე ადვილი მოსავლელია. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, ქლოროფიტუმს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ორ კვირაში ერთხელ კი გაანოყიერეთ თხევადი ბალანსირებული სასუქით, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. ზამთარში, როგორც მცენარეთა უმეტრესობას, მასაც დასვენების პერიოდი აქვს, ამიტომ მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. უყვარს ოთახის ტემპერატურა - 18-24 გრადუსი. 

ნეფროლეპი (გვიმრა)- ჰაერის ფილტრი

მოქმედებს როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი, ნეფროლეპი  ერთგვარი ცოცხალი "ჰაერის ფილტრის" როლს ასრულებს. კერძოდ, ითვლება, რომ ამ მცენარეს შეუძლია აითვისოს და გაანეიტრალოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ქსილენი, ტოლუოლი და ფორმალდეჰიდი. გარდა ამისა, ითვლება, რომ ნეფროლეფსი ამცირებს  ჰაერში პათოგენური მიკრობების რაოდენობასაც.მას უყვარს ჩრდილი და კარგი მორწყვა. ნეფპროლეპისი ძალიან ლამაზია და კარგად გამოიყურება ჩამოკიდებულ ქოთნებში.

სურო

არა მხოლოდ ზრდის ოთახის ჰაერის ტენიანიბას, არამედ შთანთქავს ჰაერით გავრცელებად ობის 90 პროცენტს , რომელსაც  ალერგიის გამოწვევა შეუძლია. ასთმით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება ღამით უკეთესად სუნთქვასა და მშვიდ ძილში. მისი მოვლა ადვილია-კარგად იზრდება ჩრდილშიც და მოსწონს ზომიერი მორწყვა.

პალმა არეკა/დიფსისი (Areca/Dypsis)

მცენარე იდეალურად ატენიანებს  და ასუფთავებს ჰაერს მავნე მინარევებისგან (როგორიცაა ქსილოლი და ტოლუოლი). მას განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.  დიპსისს უყვარს მზე და უხვი მორწყვა, განსაკუთრებით ზაფხულში და განსაკუთრებით თუ ის კარგად განათებულ ოთახშია. 

კაუჩუკოვანი ფიკუსი

დეკორატიული, მარადმწვანე, მსხვილი ზომის ხე. არ არის პრეტენზიული და ჰაერის დატენიანებასთან ერთად  შესანიშნავად წმენდს ჰაერს ისეთი ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომლებსაც ხშირად შეიცავენ სახლის ავეჯის დასასუფთავებელი საშუალებები. ფიუკსს უხავდ და რეუგალურალდ მოწრვყა უყავსრ. წყლაი თბლიი უნდა იყსო. გააზხფლუსა და ზახფლუზე მცნერაე კაგრად უნდა მოწრაყთ, ხოლო ზათმრაში მისი ფოლთბეი კაგრად უნდა გამწნიოდთ. 

სპატიფილიუმი

ის ყვავილებს შორის, ყველაზე უკეთესად ასუფთავებს ჰაერს ბენზოლის და ფორმალდეჰიდისგან, ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომლებიც შეიძლება სახლში იყოს. კარგად უმკლავდება აცეტონს და ობის სოკოსაც კი. სპატიფილუმი ადვილად მოსავლელი, უპრეტენზიო მცენარეა. კარგად გრძნობს თავს ოთახის ტემპერატურაზე (18 - 23 გრადუსზე). არ უყვარს პირდაპირი მზის სხივებ.

სანსევიერია  

ღამით ჟანგბადს გამოიმუშავებს და ჰაერში ტოქსინებს აქრობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხს.  უყვარს კარგი განათება და არ უყვარს ზედმეტი მორწყვა.