რა უნდა გაითვალისწინოთ სააბაზანო ოთახის მოწყობისას

1. არასტანდარტული ფორმის აბაზანა შეიძლება ბევრად უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე "მართკუთხედის" და "კვადრატის" ფორმის. არასტანდარტული ტიპის სააბაზანოში გვხვდება ბევრი ნიშა, რომელიც ძალიან კომფორტულია სათავსოების გასაკეთებლად და ტექნიკის ან ტუალეტის დასამონტაჟებლადაც.



2. ყველა სველი წერტილი არ მოითხოვს აბაზანის ქონას - ეს დამოკიდებულია მფლობელების ჩვევებზე, ზოგს ეს უბრალოდ არ სჭირდება, მარტო საშხაპეც საკმარისია  — განსაკუთრებიტ მაშინ, როდესაც საქმე მცირე ზომის სააბაზანოს ეხება. ამ არჩევანის გაკეთებემდე ასევე დიდი მნიშველობა აქვს ასაკსაც, რადგან  ხანსიშესული ადამიანებისთვის აბაზანა არც ისე კომფორტული  მოსახმარია, მაშინ როდესაც ბავშვებისთვის ის იდეალური ვარიანტია.  

 

3. ძალიან კომფორტულია, როცა საძინებლიდან პირდაპირ სააბაზანო ოთახში გადიხართ. ამასთანავ საბაზანოს და საძინებელს შორის არსებული კედელი შეიძლება დაბურული მინისგანაც კი გააკეთოთ. აბაზანა მინის კედლის მიღმა— თანამედროვე და ლამაზი გადაწყვეტილება, რომლის მიღებამდეც უნდა გაითვალისწინოთ ფსიქოლოგიურად რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს ასეთი განლაგებით.

 

4. თამამაი გადაწყვეტილება —თუ გსურთ  საძინებელში აბაზაიის განთვსება მაშინ  უნდა გესმოდეთ, რომ ეს უფრო დასასვენებელი, მოსადუნებელი ადგილი იქნება და არა ყოველდღიური ჰიგიენის.

 

5. სააბაზანო და სამზარეულო — რემონტის დროს ყველაზე ძვირი ეს ორი წერტილი ჯდება, რადგან სანტექნიკაზე როგორც ყველამ  ვიცით  ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება.  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე  ჩასაშენებელ სანტექნიკას ეხება. უნდა გვახსოვდეთ, რომ ამ დროს პასუხისმგებელი ხართ არა მხოლოდ თქვენ  ქონებაზე, არამედ მეზობლების საკუთრებაზეც, რომელებიც   თქვენ  ქვემოთ ცხოვრობენ.