როგორი ავეჯი უნდა შევიძინოთ მცირე ზომის ბინისთვის ?!

ნივთების შენახვა პატარა ბინაში

ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურ  გამოსავალს – კედელში ჩამონტაჟებული კარადები წარმოადგენს. კუპე კარადები -  ფარავს მთელ კედელს იატაკიდან ჭერამდე, იდიალური ვარიანტია პატარა საძინებლისთვის. კარგი იქნება თუ კარადის ზედაპირი სარკის იქნება, მისი მეშვეობით თქვენ ვიზუალურად გაზრდით ოთახის  სივრცეს.  

კარგი იქნება თუ კარადის და კედლის ფერი თანხვედრაში იქნება (თეთრი, კრემისფერი, რია ნაცრისფერი). ამ შემთხვევაში, იგი ოთახში ვიზუალურად "გაქრება".  

 

მრავალფუნქციური ავეჯი

დივანი-საწოლი მასიური საწოლის შესანიშნავი ალტერნატივა იქნება, ასევე საწოლი კარადა და  უამრავი სხვა მრავალფუნქციური ავეჯი, რომლებიც სპეციალურად მცირე ზომის სახლებისთვის იქმნება. 

საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებელ ოთახში პუფები აერთიანებენ ჟურნალების  მაგიდისა და დამატებითი სათავსოს ფუნქციას.

 

პატარა ბინის დიზაინი: სარკეები

პატარა ოთახების ინტერიერზე მუშაობისას  სარკეების გამოყენება დიზაინერების საყვარელი და თან ეფექტური ტექნიკაა. სარკისებური კედელი,  იატაკის ამრეკლი ზედაპირები, ავეჯი სარკის ზედაპირებით და ნებისმიერი ამრეკლავი ზედაპირი მქონე ნივთები ვიზუალურად აფართოებს სივრცეს და თან  ქმნის ანარეკლების საინტერესო თამაშს.  

 

გამჭვირვალე ავეჯი

შესანიშნავი გამოსავალი პატარა ბინისთვის. გამჭირვალე  ავეჯი იკარგება სივრცეში რის გამოც ვიზუალურად ოთახი უფრო დიდი ჩანს. დღესდღეობით შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი საინტერესო მოდელი, რომელიც დამზადებულია პლექსიგლასისგან ან აკრილისგან. ასეთი ავეჯი არის გამძლე, უსაფრთხო და არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას.

კიდევ ერთი ჭკვიანი ხრიკი: შეარჩიეთ ავეჯი მოხდენილი ფეხებით - დივნები, სავარძლები, პუფები, მაგიდები. ასეთი ავეჯი უფრო პატარა და მსუბუქია ვიდე მასიური კონსტრუქციები. 

 

ფანჯრის გაფორმება

ფანჯრები – მცირე ზომის ბინაში თქვრნი მთავარი მოკავშირეა. შეიტანეთ ოთახებში რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი განათება–  გამოიყენეთ თეთრი და გამჭირვალე ფარდები. აირჩიეთ თეთრი ჩარჩოები.

თუ თქვენი ბინა მაღალ სართულზეა და მეზობლები ქუჩიდან არ უყურებენ თქვენ  ფანჯრებს და ხედიც გიწყობთხელს მაშინ  საერთოდ  დაკიდოთ  ფარდები. დატკბეთ ქალაქის ხედით, ხოლო ბუნებრივი შუქი კი ოთახს ვიზუალურად უფრო დიდს გამოაჩენს.

 

ღია ფერის ფარდა, რომლებიც პირდპირ ჭერიდან ეშვება ვიზუალურად ზრდიან ფანჯრებს. 

თუ ფარდების  და  კედლები ფერი იქნება ერთინაირი მაშინ ოთახიც უფრო დიდი გამოჩნდება. 

იგივე რჩევა ვრცელდება კარებზე: აირჩიეთ კედლების ფერის კარებები და ამით ისინი არ იქცევიან ოთახში  ყურადღების გამაფანტავ ელემენტად.