როგორ მოვაწყოთ სამუშაო გარემო სახლში

არც თუ ისე  დიდი ხნის წინათ, სამუშაო კაბინეტი საკუთარ ბინაში მხოლოდ დიდ მეცნიერებს და გამოჩენილ მწერლებს თუ ჰქონდათ მოწყობილი. დღეისთვის კი საკუთარ სახლებში ბევრს აქვს კაბინეტისთვის გამოყოფილი ცალკე ოთახი. 

სად შევინახოთ   დოკუმენტები? როგორ გავხადოთ სამუშაო ადგილი კომფორტული და მყუდრო? და, რაც მთავარია, სად უნდა მოაწყოთ იგი, თუ ბინის ფართობი არ იძლევა სამუშაო კაბინეტის მოწყობის საშუალებას? 

 

1. თუ ბინას აქვს ნიშა, მაგალითად, კარადასა და ფანჯარას შორის, მაშინ აქ სრულებით შესაძლებელია მაგიდის, სავარძლისა და კომპიუტერის განთავსება. ამ გადაწყვეტილების მთავარი პლიუსი სივრცის დაზოგვა გახლავთ. 

 

 

2. დიზაინერების უმრავლესობა გირჩევთ, სამუშაო ადგილის ფანჯარასთან მოაწყოთ, რათა ბუნებრივი სინათლის მაქსიმუმი მიიღოთ. ეს დადებითად იმოქმედებს არა მხოლოდ სამუშაოს შესრულებაზე, არამედ თქვენ  გაწნყობაზეც. მაგიდის ნაცვლად შეგიძლიათ ფანჯრის რაფის გსმოყენება.

 

 

3.თუ თქვენ გაქვთ პატარა ბინა, მაშინ იცნობთ სიტუაციას, როდესაც საკმაოდ ძნელია სამუშაო ადგილისთვის  თავისუფალი ზონის გამოყოფა. ასეთ დროს თქვენ შეგიძლაათ კაბინეტის საძინებელ ოთახში მოწყობა.

 

 

4. მცენარეები სამუშაო ადგილას 

როგორც კვლევა ამტკიცებს, შრომისუნარიანობა იზრდება, როცა  სამუშაო ადგილას ბევრი მცენარეა. მაგალითად  კაქტუსი 100%-ით საოფისე მცენარეა. მცირე ზომის კაქტუსები არ იკავებს დიდ ადგილს, არ სჭირდება მოვლა, მორწყეთ კვირაში ერთხელ.

 

 

სამუშაო კუთხის მოწყობა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ  ისევე ნაყოფიერად  იმუშაოთ,როგორც ოფისში.  გახსოვდეთ, რომ სამუშაო ადგილის ფერები უნდა იყოს მსუბუქი და  ნეიტრალური,  რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ.