5 შეცდომა რომელსაც ლამინატის დაგებისას უშვებთ

ლამინატი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იატაკის საფარია, ის  ნებისმიერ ოთახში ძალიან ლამაზად გამოიყურება და ქმნის მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს. 

ლამინატის დაგებისას  საჭიროა წესების მკაცრად დაცვა, რომლის წყალობითაც თქვენი ლამინირებული იატაკის დაგება ხდება. ლამინატის სწორად დაგების შემთხვევაში, მისი სიცოცხლისუნარიანობა  განსაზღვრული იქნება მწარმოებლის მიერ გარანტირებული პერიოდის მიხედვით.  

1. მასალის ნაკლებობა
სპეციალიზირებულ მაღაზიებში  დროთა განმავლობაში ხდება  ლამინატის კოლექციების განახლება, რის გამოც თქვენ  მიერ ნაყიდი მასალა მეორე დღეს შეიძლება აღარ დაგხვდეთ საწყობში. მსგავსი წინდაუხედაობით თქვენ დაკარგავთ დროს დ ყველაზე ცუდ შემთხვევასი შეიძლება მოგიწიოთ  ლამინატის მთლიანად  შეცვლაც კი  თუ უკვე ნაყიდი მასალის ანალოგს ვერ იშოვით. 

როგორ  ავირიდოთ თავიდან
წინასწარ გაზომეთ ოთახი, სადაც ახალი იატაკის დაგებას აპირებთ. მიღებული კვადრატულ მეტრს დაამატეთ 10% , რათა გაუთვალისწინებელი სიტუაციის  შემთხვევაში  თავიდან აიცილოთ  დროის დაკარგვა და ფინანსური ზარალი. თუ ოთახს აქვს  უამრავი ნიშა, სვეტები და კუთხეები მაშინ მასალის ყიდვისას ოთახის კვადრატულობას უნდა დაუმატოთ  — 15%-ზე მეტი.  არ  შეგეშინდეთ ზედმეტი მასალის შეძენა, რადგან დარჩენილი  ლამინატი  მომავალშიც გამოგადგებათ.

 

2. ადაპტირების  საშუალება
ლამინატის დაფების ნაწილი შედგება დახერხილი ხისგან, რის გამოც  სხვადასხვა გარე ფაქტორებმა (ტენიანობა და ტემპერატურა) შეიძლება გამოიწვიოს დაფების დეფორმაცია.

როგორ  ავირიდოთ თავიდან
ლამინატი მინიმუმ ორი დღით  გააჩერეთ იმ ოთახში, რომელშიც აპირებთ მის დაგებას. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ მასალამ მოახდინოს ოთახის მიკროკლიმატთან ადაპტირება.

 

3. ჰიდროიზოლაციის არარსებობა
ლამინატის საფარი ხის საფარისგან განსხვავებით  ნესტს უფრო მარტივად იტანს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ თუ  წყალი მას ზევიდან ეცემა, რადგან ლამინატის დაბლითა ნაწილი  ვერ უძლებს ტენიანობის მუდმივი ზემოქმედებას.

როგორ  ავირიდოთ თავიდან
ამიტომ, ლამინატის დაგებამდე იატაკზე უნდა დაეფინოს გიდროიზოლაციის ფენა . ამ მიზნისთვის ხშირათ იყენებენ პოლიეთილენს, თუმცა შეიძლება გამოყენებუ იქნეს ლენტური ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რაც ლამინატს ნესტისგან იცავს (ამ ყველაფრის ზემოდან კი უკვე ლამინატის საფენი ეგება).  

 

4. ხმის იზოლაციის არარსებობა
თუ ლამინატს პირდაპირ მოჭიმული იატაკზე დააგებთ- მასზე  მყარი  ან მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულისას შემაწუხებელი ხმა ექნება და მიუხედავად იმისა, რომ ეს ლამინატს არ დააზიანებს ის საგრძობლად გააუარესებს  საცხოვრებელ პირობებს, როგორც  ბინის  მესაკუთრისთვის ასევე მის  დაბლა მცხოვრები მეეზობლებისთვის. 

როგორ  ავირიდოთ თავიდან
არსებობს სპეციალური საფარი, რომელიც ლამინატის ქვეშ იგება, მისი სისქე   2-3 მილიმეტრამდეა, სწორად მისი მეშვეობით  ხდება ლამინატზე სიარულისას ხმის ჩახშობა. ასევე მისი მეშვეობით შეიძლება არათანაბარი ზედაპირის გასწორებაც.

 

5. კედლებთან საკომპენსაციო ადგილის არდატოვება
ასეთ  შეცდომებს ხშირად  უშვებენ  ლამინატის  თვითნებურად  ან ახალბედა ოსტატების დახმარებით  დაგებისას. მსგავსი შეცდომები დიდ ოთახებში უფრო მარტივდა შეიმჩნევა.

როგორ  ავირიდოთ თავიდან
ლამინატს აქვს გაფართოვების თვისება, შეკუმშვა ტენიანობის ცვლილების შემთხვევაში. იატაკის ამობერვის თავიდან ასაცილებლათ, დაგების დროს  , ლამინატსა და კედელს შორის უნდა დავტოვოთ დაახლოვებით 8-10 მმ – იანი ცარიელი ადგილი. რომლებშიც ჯდება სპეციალურად ამისთვის გათვალისწინებული დამხმარეები.