ნაძვის ხე - ესაა ლამაზი ტრადიცია მთელი პლანეტისათვის

31 დეკემბრამდე, ყველა ოჯახში საახალწლო ნაძვის ხე ირთვება - ეს დღესასწაული, მთელი მსოფლიოსთვის ულამაზესი ტრადიციაა და მას, თავისი ისტორია აქვს.  

სადღესასწაულო განწყობილება, მხიარული ატმოსფერო, რომელიც ჩვეულებრივ, ამ დროს ქალაქების ქუჩებში სუფევს, ადამიანებს, საოცარი, ონავრული და უბრალოდ ლამაზი იდეებისკენ უბიძგებს. 

საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, 2000 წელს ითვლის. რატომ დაიწყეს ადამიანებმა ხეების მორთვა? ეს იმის დამსახურებაა, რომ წარსულში ხეების მაგიური ძალის სჯეროდათ. დრუიდების ცნობილ ჰოროსკოპში ადამიანის ბედისწერა, “მისი ხის” მიხედვით ისაზღვრება.

ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ხეებში, ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა არის დამოკიდებული.  თქმულების მიხედვით სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო, სხვადასხვა საჩუქრებით, მათი კეთილგანწყობის მოპოვება. ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს, განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩვენი წინაპრები, მას “მსოფლიო ხედ” მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლო იყო. ტყეში, ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე, უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო. 

ძველი ევროპელები, ნაძვის ხის ტოტებზე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს კიდებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე, ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას “ისხლეტდა”. აღსანიშნავია, რომ ასე მორთულ ნაძვის ტოტებს, ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ, მას სათამაშოებითაც რთავდნენ.

ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსბისგან შეიტყო, რის შემდეგაც, ამ ტრადიციამ სულ მალე გადაინაცვლა სამეფო კარზე, სადაც პრინცესები იზრდებოდნენ, შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიჰყვებოდნენ ცოლად და ამის ხარჯზე, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ, ფესვი, თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა. 

სწორედ, ახალგაზრდა გერმანელმა პრინცესამ, XII-XVII საუკუნეში პირველი საახალწლო ნაძვის ხე ინგლისში, მეორე პრინცესამ, ეს ტრადიცია საფრანგეთში დაამკვიდრა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ პირველი საახალწლო ნაძვის ხე, XVI -ე საუკუნეში ქალაქ ელსაზში მორთეს, რომელიც იმ პერიოდში, გერმანიას ეკუთვნოდა, ახლა კი ის საფრანგეთის ნაწილია. 

ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები, დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ. ამ დღესწყალში სხვადასხვა ხილის ხის ტოტებს აწყობდნენ, რომლებსაც ფერად ბაფთებს უკეთებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ ბუნება სამუდამოდ არ მომკვდარა. ზოგჯერ ტოტოები, კვირტს არ იკეთებდა, ეს კი ცუდის ნიშანი იყო. 

ცნობილია, რომ საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს, გერმანიიდან იღებს. კერძოდ, XVI-ე საუკუნეში, მარტინ ლუთერმა (გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. თავისი რეფორმისტული იდეების გამო, კათოლიკური ეკლესიისგან განკვეთილი) შობის ღამეს, მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც, დროთა განმავლობაში, თანდათან იზრდებოდა.

 

 

 

ბონუსად იდეები ნაძვის ხისთვის :

 

navy gold christmas tree decorations

snowflake christmas tree toppers

poinsetta christmas tree toppers

gold christmas tree

outdoor porch christmas tree

pinecone christmas tree

rustic neutral christmas tree

plaid preppy christmas tree

whimsical christmas tree

woodsy scene christmas tree

pink gold christmas tree decorating idea

coastal beach christmas tree decorating idea

christmas tree decorating ideas feathers

red white christmas tree decorations