30. 10. 2019
ფერთა გამა, რომლითაც გაფორმებულია ინტერიერი ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
ამიტომაც ფერების ფსიქოლოგიას ინტერიერის დიზაინში საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. დიზაინერები ცდილობენ, რომ ყოველთვის სწორედ შეარჩიონ ფერები ოთახის ფუნქციის შესაბამისად.
არსებობს ფერთა სამი ჯგუფი: თბილი, ცივი და ნეიტრალური.
თბილ ჯგუფში შედის ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი ფერები და ყველა მათი კომბინაცია. ასევე, ყვითელი და მწვანე ფერის შეხამება.
ცისფერი, მეწამული, ლურჯი და ლურჯი-მწვანე, ლურჯი-იასამნისფერი ტონის ფერები ცივ ჯგუფს მიეკუთვნება.
ნეიტრალური ჯგუფი მხოლოდ სამი ფერისგან შედგება. ესენია: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ისინი ფერთა პალიტრაში შედიან და საღებავებს ფერს უცვლიან, უფრო ამუქებენ ან აბაცებენ.