FAQ

სად მიმდინარეობს მშენებლობა?

მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ზურაბ მირაქიშვილის #29-ში. ზუსტი მდებარეობის დასადგენად შეგიძლიათ იხილოთ რუკა

სულ რამდენი კორპუსი შენდება?

მიმდინარეობს ერთი 9-სართულიანი კორპუსის მშნებელობა

როდის სრულდება მშენებლობა?

მშენებლობა სრულდება  2021 წლის მარტში

ეტევით თუ არა დაგეგმილ ვადაში?

მერიის არქიტექტურის სამსახურის №4676454 ბრძანებით, მშენებლობა ვადა განისაზღრა 2 წლით,  2021 წლის 20 სექტემბრამდე.  ჩვენი სამოქმედო გეგმით კი, ობიექტი უნდა დავასრულოთ  18 თვეში, 2021 წლის 20 მარტამდე.  ამას  განაპირობებს რიგი ხელსაყრელი გარემოებები: პროექტი სრულად არის დაფინანსებული სს საქართველოს ბანკის მიერ, რაც საწყის ეტაპზე არააქტიური გაყიდვების ტემპის გამო გამორიცხავს სამშენებლო ტემპის შენელებას; სამუშაოები სრულდება  ტენდერში გამარჯვებული, გამოცდილი გენერალური კონტრაქტორის –  ელემენტ კონსტრაქშენის მიერ (ec.ge),  რომელიც  სამუშაოებს შრომის უსაფრთხოებისა და სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით ახორციელებს, რაც, თავისთავად გამორიცხავს ამ მიზეზით მშენებლობის პროცესის შეჩერებას და შედეგად  პროექტის ჩაბარების ვადების გაჭიანურებას.

რამდენ სადარბაზოიანია კორპუსი?

კორპუსი ორსადარბაზოიანია

სულ რამდენი ბინაა კორპუსში?

კორპუსში სულ 89 ბინაა

სულ რამდენი ბინაა სართულზე?

თითოეულ სართულზე 10-12 ბინაა განთავსებული.  საცხოვრებელი ბინები მეორე სართულიდან იწყება. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და კომერციული ფართები, ხოლო მინუს 1 სართულზე  – 22 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა დახურული  პარკინგი. 

სეისმურად რამდენად მდგარდია კორპუსი?

პროექტი გათვლილია 8-ბალიანი მიწისძვრის  გამძლეობაზე. მიწის ნაკვეთზე შესრულებულმა გეოლოგიური კვლევებმა გამოავლინა მისაღები მკვრივი ქანების არსებობა, რაც არ საჭიროებს კორპუსის სიმყარისთვის დამატებითი ხიმინჯების ან გრუნტის გამაგრების სხვა სპეციფიკური სამუშაოების შესრულებას.

რამდენად სანდოა მშენებლობა?

პროექტის მშენებლობისას გამოყენებული იქნება   ჯეოსტილის  ქარხნის ახალი  А500 С /S420  მარკის 400 ტონამდე  არმატურა; ბეტონისთვის ვიყენებთ "Lafarge" -  ის ცემენტს. კორპუსი დაპროექტებულია თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით და პროექტმა  წარმატებით გაიარა სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტიზა შეთანხმების სტადიაზე.  

თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები გულისხმობს კიბის უჯრედებსა და ლიფტებში ცეცხლგამძლე კარებისა და გამწოვი სისტემების, მიწისქვეშა პარკინგზე ნამწვისა და კვამლის დეტექტორების მონტაჟს  წყლის გამფრქვევი სისტემებით; ცეცხლმედეგობაზე გამოსაყენებელი საცხოვრებელი ბინის რკინის კარები, ელექტროგაყვანილობის, ბუნებრივი აირის მილების,  ფიტინგების და სხვა სპეციფიკური  მასალების  სტანდარტი და ხარისხი  აბსოლუტურ თანხვედრაშია სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებთან.

კომპანიაში დასაქმებულია სერტიფიცირებული შრომის უსაფთხოების მენეჯერი, რომლის მოვალეობაც ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვაა. ობიექტზე ყველა დასქმებულ პირს აქვს ჯანრთელობის დაზღვევა.

როდის მოხდება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება?

სამშენებლო სამუშაოები მაქსიმალურ შესაბამისობაში რომ იყოს შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან, კომპანიამ პროცესზე მონიტორინგის მიზნით, 2019 წლის  ოქტომბრიდან  მუნიციპალურ ინსპექციასთან გააფორმა ოფიციალური ხელშეკრულება მრვალჯერად მონიტორინგზე. რაც გულისხმობს, მშენებლობის პერიოდში – დასაწყისიდან  დასრულებამდე – ობიექტზე მუნიციპალური ინსპექციის კომისიური წესით მრავალჯერად შემოწმებას  პოტენციური ხარვეზებისა და მათი გადაჭრის გზების გამოვლენის მიზნით, რაც მთავარია, დამატებითი ჯარიმის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება  გამორიცხავს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გაჭიანურებას და ჩვენი გეგმით, ექსპლუატაციაში მიღება  მშენებლობის დასრულებიდან 3 თვეში მოხდება.

შევძლებ თუ არა ბინის შეძენას შავი კარკასის მდგომარეობით?

ბინა ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, შავი კარკასის შეძენას ვერ შეძლებთ.

რა მასალით იქნება მოპირკეთებული ფასადი?

ფასადი მოპირკეთებული იქნება აგურის ფაქტურის, აგურის ფერის  მოსაპირკეთებელი მასალით. გარე კედლები, თბოიზოლაციის უზრუველყოფის მიზნით, შენდება თბომედეგი  20სმ სისქის პემზის ბლოკით.

რა მასალით კეთდება ტიხრები?

ტიხრები კეთდება 10 სანტიმეტრიანი სტანდარტული ბლოკით

ფანჯრები რა მასალისაა?

ფანჯრები მუქი ფერის ორკამერიანი მეტალოპლასტმასისაა .

რა მასალისაა შესასვლელი კარი?

შესასვლელი კარი რკინისაა,ორმაგი საკეტით,  ხის „შპონით“ მოპირკეთებული

როგორია ბუნებრივი აირის შიდა ქსელი?

ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელის მონტაჟს   ახალი რეგულაციების მიხედვით უზრუნველყოფს სერტიფიცირებული კომპანია. გამოყენებული იქნება გაზგაყვანილობისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის  მილები და ფიტინგები. დაქსელვის შემდეგ მოხდება შიდა გაზსადენის  გაქარვა, დაჭირხვნა, გაჟონვაზე შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღება და ბუნებრივი არის ცენტრალურ ქსელზე დაერთება. 

რამდენი მეტრია დაშორება მეზობელ კორპუსებს შორის?

მთლიანად კორპუსი და ყველა ბინა მზიანი და ნათელია. ამ ეტაპზე ყველაზე ახლოს მდებარე კოროპუსს  20 მეტრი აშორებს.

ჭერის სიმაღლე რამდენია?

ჭერის სიმაღლე 2 მეტრი და 80 სანტიმეტრია.

ყველაზე პატარა ფართი რა ზომისაა?

ყველაზე მცირე ფართის ბინა 34.18 კვადრატული მეტრია. ეს არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა  ერთი საძინებლით.

რა ზომისაა ყველაზე დიდი ფართი?

ყველაზე დიდი ფართის ბინა  84.46 კვადრატული მეტრია.

აქვს თუ არა ავტოფარეხი

კორპუსს აქვს მიწისქვეშა ავტოფარეხი, რომელიც  22 ავტომობილს იტევს.

რამდენი ლიფტია განთავსებული სადარბაზოში?

თითოეულ სადარბაზოში განთავსებულია ერთი სამგზავრო/სატვირთო ლიფტი, რომლითაც 8 ადამიანს ერთდროულად შეეძლება კომფორტული გადაადგილება. მთლიანად კორპუსს ორი ლიფტი მოემსახურება. საცხოვრებელი ბინების სართულების ბოლოში დერეფნები უერთდება ორივე ლიფტის შესასვლელს, შესაბამისად, სართულის მობინადრეებს ერთდროულად შეეძლებათ ორივე  ლიფტით სარგებლობა.

როგორ გამოიყურება კორპუსის მიმდებარე ტერიტორია?

ტერიტორიას ჩრდილოეთის მხრიდან, 20 მეტრის დაშორებით, ესაზღვრება 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი; დასავლეთით საზოგადოებრივი სივრცე და ნაწილობრივ გამწვანებული ტერიტორიაა.  სამხრეთით განთავსებულია თელასის ერთსართულიანი სატრასნფორმატორო და ერთსართულიანი კერძო სახლი მოწესრიგებული და გამწვანებული ეზოთი. აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს მიწის ნაკვეთი განაშენიანების გარეშე.

შემიძლია თუ არა ბინის დასრულებული რემონტით ჩაბარება?

ბინის რემონტით ჩაბარება შესაძლებელია და  ღირებულება განიხილება ინდივიდუალურად. ამისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 212 11 11 და ჩვენს გაყიდვების მენეჯერთან ერთად დააზუსტოთ პირობები.

რა ღირს კვადრატული მეტრი ერთიანი გადახდით?

ერთიანი გადახდით კვადრატული მეტრის ღირებულება  1658 ლარიდან იწყება

რა ღირს კვადრატული მეტრი განვადებით?

კვადრატული მეტრის ღირებულება შიდა განვადებით 1762 ლარია

რამდენია პირველადი შესატანი?

პირველადი შენატანი  ბინის ჯამური ღირებულების  20%-ია.  თუმცა, შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების განსახილვაც, ამისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 2 12 11 11.  

ასევე, თვალი ადევნეთ ჩვენს აქციების განყოფილებას ბმულზე, პერიოდულად, მომხმარებელს გადახდის უფრო ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ.

გადახდის როგორი პირობები გაქვთ?

ბინის შეძენა შეგიძლიათ როგორც ერთიანი გადახდით, ასევე განვადების სტანდარტული პირობებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად შემოგაქვთ ბინის ჯამური ღირებულების 20%,  შემდეგ ყოველთვიურად იხდით 900 ლარს  მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან ერთ თვეში, დარჩენილ თანხას იხდით სრულად ან ნებისმიერი ბანკის დახმარებით.

გაქვთ თუ არა გრძელვადიანი შიდა განვადება?

შიდა უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მშენებლობის დასრულებამდე, 2021 წლის მარტამდე 

შევიძენ თუ არა ბინას პირველადი შენატანის გარეშე?

ამ ეტაპზე ბინის შეძენას პირველადი შენატანის გარეშე ვერ შეძლებთ, თუმცა, ინდივიდუალური პირობების განსახილვევლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 2121111  და გაყიდვების მენეჯერთან ერთად შეძლებთ თქვენი კონკრეტული საჭიროების განხილვას

რომელ ბანკთან თანამშრომლობთ/გყავთ თუ არა დეველოპერი ბანკი, სადაც სესხის გადატანას შევძლებთ?

მშენებლობა მხარდაჭერილია და 100%-ით დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ. ჩვენს კლიენტებს საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელზე მორგებულ საბანკო პროდუქტს – 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში – იპოთეკურ სესხს ლარში, ფიქსირებული განაკვეთით. თუ თქვენ შემოსავალი/ხელფასი გერიცხებათ სხვა კომერციულ ბანკში (თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ტერაბანკი), ჩვენ დაგეხმარებით ამ ბანკებიდანაც მიიღოთ თქვენთვის სასურველი დაფინანსება ხელსაყრელი პირობებით.

რამდენის გადახდა მომიწევს ყოველ თვიურად?

ეს დამოკიდებულია პირველადი შენატანის ოდენობაზე. ზუსტი კალკულაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 212 11 11 და ჩვენს გაყიდვების მენეჯერთან დააზუსტოთ პირობები. 

რა ეღირება ბინა, თუ რემონტით მსურს ჩავიბარო?

სტანდარტული ფასი მოიცავს მწვანე კარკასს. რემონტით ბინის ჩაბარების ღირებულება და პირობები თქვენი მოთხოვნების შესაბამისად,  ინდივიდუალურად  განიხილება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 2121111 და გაყიდვების მენეჯერთან შეათანხმოთ პირობები.

განვადებისას მჭირდება თუ არა სახელფასო ცნობა ან ამონაწერი?

შიდა განვადებისთვის შემოსავლის დადასტურება საჭირო არ არის. შემოსავლის დადასტურება მხოლოდ ბანკის საშუალებით შეძენის შემთხვევაში დაგჭირდებათ, ამ შეთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სასურველ ბანკს და დააზუსტოთ დეტალები

რა დოკუმენტებია საჭირო განვადებისთვის?

შიდა განვადებისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. შემოსავლების დადასტურება იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ იპოთეკური სესხით, ბანკის დახმარებით აპირებთ ჩვენთან ბინის შეძენას.

შემიძლია თუ არა ბინის იპოთეკით დატვირთვა?

ბინების, ავტოსადგომებისა და კომერციული ფართების იპოთეკით დატვირთვა მშენებლობის პროცესშიც შესაძლებელია, რადგან კორპუსის განშლა ინდივიდუალურ ფართებად უკვე დასრულებულია და ყველა ფართი  რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე საკადასტრო კოდების  მიხედვით.

რა სახის ხელშეკრულება იდება და მესაკუთრესა და კომპანიას შორის?

შიდა განვადების შემთხვევაში, ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებული ხართ, როგორც მომავალი მესაკუთრე.  თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში ავტომატურად ხდებით ბინის მესაკუთრე. მესაკუთრესა და კომპანიას შორის ხელშეკრულება იდება პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელსაც შენატანის ოდენობიდან გამომდინარე (მინიმუმ 20% და ზევით)  ვარეგისტრირებთ  საჯარო რეესტრში.

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?

ბინები ბარდებათ მწვანე კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს: 

  • მუქი ფერის, ორკამერიანი  მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა

  • ხის „შპონით“ მოპირკეთებული, არასტანდარტული, მაღალი ხარისხის  რკინის კარი ორმაგი საკეტით

  • ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები

  • იატაკქვეშ დამონტაჟებული გათბობის მილები

  • შიდა პერიმეტრზე ოთახების გამყოფი ტიხრები

  • გაჯით გალესილი კედლები

  • სილა-ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკი

  • აგურის ფაქტურით მოპირკეთებული გარე ფასადი

  • კედლებზე ტრავერტინისა და იატაკზე გრანიტის ქვით მოპირკეთებული სადარბაზოს ჰოლი

  • გრანიტის ქვით მოწყობილი დერეფნები

  • ბაზალტის ქვითა და რკინის მოაჯირებით მოწყობილი კიბის მარშები და უჯრედები

  • კერამოგრანიტითა და რკინის მოაჯირებით მოწყობილი აივნები

  • სამგზავრო/სატვირთო ტიპის ლიფტები

  • ბინამდე მიყვანილი ელექტროობა და ბუნებრივი აირი

  • თელასის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის და თბილისი ენერჯის (ყოფილი ყაზტრანსგაზის) მრიცხველების მონტაჟი და აბონირება

სხვა რა პროექტები გაქვთ განხორციელებული?

• 9-სართულიანი, 54-ბინიანი საცხოვრებელი სახლი გლდანში

• პურის ქარხანა ნაძალადევის რაიონში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე .

• ჯი ემ ჯი მოტორსი, ლადას ცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივანში 

• British American Tobacco-ს ოფისი ვაჟა-ფშაველას გამზირზე 

• 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩაზე 

• 3-სართულიანი კერძო სახლი ავლაბარში

• კომპანია ექს-იმ-ის სამაცივრე კომპლექსის შენობები

• ქართულ-ავსტრიული კომპანიის CHEESECO-ს ყველის ქარხანა

სად გაქვთ სხვა მშენებლობები?

ამ ეტაპზე მიმდინარე, ჯერ-ჯერობით, ეს პროექტი გვაქვს. სამომავლოდ,  2021 წლიდან იგეგმება ახალი მშენებლობა გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაიონებში

როგორ დაგიკავშირდეთ?

დაგვირეკოთ ნომერზე: 212 11 11;

ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ გაყიდვების ოფისში  მშენებლობის ობიექტზე გლდანში, ზურაბ მირაქიშვილის #29-ში, ან   სათაო ოფისში წერეთლის 117ა-ში.

როგორ დაგიკავშირდეთ საზღვარგარეთიდან?

საზღვარგარეთიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: 551 40 53 53

სად მდებარეობს გაყიდვების ოფისი?

გაყიდვების ოფისის მისამართია: თბილისი, აკაკი წერეთლის 117ა, და უშუალოდ მშენებლობის ობიექტზე, გლდანში, ზურაბ მირაქიშვილის #29-ში, ტელეფონი: 212 11 11 

სტანდარტულად ჩვენი სამუშაო საათებია:  სამუშაო დღეებში – 10:00-19:00,  შაბათს: 10:00-14:00.

თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შეხვედრის დაგეგმვა თქვენთვის სასურველ დროს, არასამუშაო დღეებსა და საათებში.