ჩვენ შესახებ

სოლუმ დეველოპმენტის დამფუძნებლები დასავლური განათლების,  სამშენებლო და საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან და  სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით 17-წლიანი წარმატებული განვითარების ისტორია აქვთ. 

2012 წლიდან კომპანიის  საქმიანობას სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები წარმოადგენდა. 2016 წლიდან კი, ბიზნესის განვითარების შედეგად,  კომპანიამ დეველოპერული პროექტების განხორციელება დაიწყო.

სოლუმ დეველოპმენტმა ავჭალაში მშენებლობა დაიწყო. ეს არის კიდევ ერთი მყუდრო და  კომფორტული საცხოვრებელი ადგილი, რომელიც თითოეულ მაცხოვრებელს სიმშვიდეს, ჰარმონიას და ბედნიერებას ჩუქნის. საცხოვრებელი კომპლექსი რომელიც 3 ბლოკს მოიცავს შენდება ბიჭვინთის III ჩიხში, N 13-ში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მშენებლობა სრულდება 2024 წლის 31 დეკემბერს.